ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები

ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "ფეისბუქზე" მთვარის ნაწილობრივი დაბნელების შესახებ გვაფრთხილებს, რომელიც 11 თებერვალს თბილისის დროით 02:34 იწყება.

"2017 წლის 11 თებერვალს თბილისის დროით 02:34 იწყება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რომელიც გასტანს 06:53 წუთამდე. დაბნელების პიკი 04.43 წუთზე იქნება.

დაბნელება ხდება მერწყულისა და ლომის ღერძზე, რომლის გავლენა დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე და ასევე, დაბნელების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში იქნება საგრძნობი.

დაბნელების თემებია - სიყვარული და მეგობრობა, შემოქმედებითი თვითრეალიზება.

მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ლომის ზოდიაქოში, 23-ე გრადუსზე ხდება. ლომის ზოდიაქო განაგებს, შვილებს, სიყვარულს, გართობას, აზარტს, შემოქმედებას, თვითგამოხატვას. დაბნელებამ შესაძლოა სწორედ ეს თემები გააქტიუროს ჩვენს ცხოვრებაში (გააჩნია პირად რუქაზე ლომის ნიშანში რომელი სახლის კუსპიდი იწყება).

ამ დაბნელებების მმართველად ითვლება მზე. მზე ჩვენი ეგოა, ცნობიერი, ჩვენი ეგოს გამოსახვა/თვითგამოხატვის ყველანაირი მხარე. აღსანიშნავია, რომ დაბნელების ე.წ. წერტილი ჰარმონიულ ასპექტებშია სოციალურ პლანეტებთან სატურნთან და იუპიტერთან, რაც ნიშნავს, რომ სოციალურ დონეზე ამ პლანეტებთან და მერწყულ-ლომის სფეროებთან დაკავშირებული საკითხები დადებითად გადაწყდება, მას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეულწილად ნეგატიური ტენდენციებიც, მაგრამ ისინი არ იქნებიან დამანგრეველი ხასიათის.

მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ ე.წ. ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებს - ლომებს და მერწყულებს, შემდგომ კუროებს და მორიელებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ამ ზოდიაქოების მესამე დეკადაში ჰყავთ პლანეტები ანუ მერწყულის, ლომის, კუროს, მორიელის მე-20 გრადუსიდან 30-ე გრადუსამდე.

აუცილებელი იქნება გარკვეული კომპრომისი, საპირისპირო ტენდენციების გონივრული შეთავსება. კარგი დროა მთელს სამყაროს აჩვენოთ თქვენი პიროვნების უნიკალურობა, თავი გამოიჩინოთ ახალ სფეროებში, გამოიწვიოთ სხვათა ინტერესი თქვენი პერსონის მიმართ. მთვარის ენერგიები დაგეხმარებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში, რისთვისაც მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ.

ეს პერიოდი საუკეთესოა საკუთარი თავის გვერდიდან დასანახად. მოსალოდნელია, რომ ურთიერთობები, რომლებიც სიყალბესა და უსამართლობაზეა დაფუძნებული, დასრულდეს. ასევე, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წყვილებს და მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობამ თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მით უფრო, როდესაც რეალურად არაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის, არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანი, ჰარმონიული კავშირის შექმნას.

დაუშვებელია ეგოიზმის გამოვლენა, მიკერძოება, ამბიციურობა, ამპარტავნება, ანარქიულობა, ქაოსურობა.

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,– დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით - დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში - დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც დრომოჭმული, გამოუსადეგარი და უფუნქციოა, მათ შორის დაასწულეთ დრომოჭმული და დამამძიმებელი ურთიერთობები, თუ ეს რაღაც მიზეზთა გამო შეუძლებელია, დაიწყეთ საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე მუშაობა, გამოიჩინეთ დიპლომატიისა და შემწყნარებლობის უნარი, დაიწყეთ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან.

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში.

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ.

ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

ლომი განაგებს გულის ჩაკრას, ამიტომ გულთან დაკავშირებული ყველა საკითხი აქტუალური იქნება მთვარის მომავალ დაბნელებამდე. ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი.

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს