ამერიკის კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრი - NASA საქართველოს იმის დამტკიცებაში დაეხმარება, რომ ის ღვინის სამშობლოა, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე. მისი თქმით, საბოლოო პასუხი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პროექტმა მეცნიერული გზით უნდა დაადგინოს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ღვინო გაჩნდა. ამის დადგენა ხანგრძლივი პროცესია.
"NASA-ს ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგებმა აჩვენა, რომ ღვინის მჟავა, რომელიც ამ ნიმუშში დაფიქსირდა, ევროპული ღვინის ნიშანს წარმოადგენს. ნიმუშების მეორე ნაწილი უკვე გაიგზავნა საკვლევად. საქართველოს ღვინის ჩასახვის ქვეყნად გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი იქნება, რაც გაზრდის მსოფლიო ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი", - ამბობს მაღრაძე.