რა მოხდება თუ ინტერნეტი ერთი დღით გაითიშება

რა მოხდება თუ ინტერნეტი ერთი დღით გაითიშება

ჯეფ ჰენკოკს, სტენფორდში, თავისი სტუდენტებისთვის უჩვეულო საშინაო დავალებების მიცემა უყვარდა. 2008 წლამდე ის თავის მოსწავლეებს 48 საათის განმავლობაში ინტერნეტის მოხმარებისგან თავის შეკავებას სთხოვდა, უნივერსიტეტში დაბრუნებულებს კი ეკითხებოდა, რა გავლენა იქონია აღნიშნულმა ექსპერიმენტმა მათზე. თუმცა, როდესაც ჰენკონკმა 2009 წელს სტუდენტებისთვის იმავე დავალების მიცემა გადაწყვიტა, კლასმა ბოიკოტი გამოაცხადა.

"სტუდენტებმა გულწრფელად განაცხადეს, რომ მისია შეუსრულებელი იყო და თანაც უსამართლო.

მათი თქმით, ინტერნეტის მოხმარებისგან თავის შეკავება სხვა საგნებში საშინაო დავალების შესრულებაში ხელს შეუშლიდათ, დაანგრევდა მათ სოციალურ ცხოვრებას, გარდა ამისა, მათი მშობლებისა და მეგობრების ნერვიულობის საბაბი გახდებოდა" - გაიხსენა ჰენკოკმა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ლექტორმა აღნიშნული დავალება გააუქმა და მომავალში აღარასდროს გამოუყენებია. დღეს ჩვენი "ონლაინ" დღის წესრიგის პირობებში, ყველაზე აქტუალური კითხვაა

რა მოხდება თუ ინტერნეტთან წვდომა ერთი დღით შეწყდება?

1995 წელს, მსოფლიო მოსახლების 1%-ზე ნაკლებს ჰქონდა წვდომა ინტერნტთან, 20 წლის შემდეგ კი აღნიშნული მაჩვენებელი 3,5 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდა, რაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს შეადგენს, და მათი რიცხვი წამში 10 ადამიანით იზრდება. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს