ბალახების მეფე - როგორ ვუმკურნალოთ ანემიას, ჭიებს, ნაღველს და უამრავ დაავადებას

ბალახების მეფე - როგორ ვუმკურნალოთ ანემიას, ჭიებს, ნაღველს და უამრავ დაავადებას

აბზინდას ხალხში ბალახების "მეფეს" უწოდებენ. ნებისმიერი ნატუროპატი მას პირველ ადგილზე აყენებს, ზოგი კი ამ ბალახს თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ იყენებს.

აბზინდა კლავს ყველა უმარტივეს ინფექციას, რომელიც იწვევს ორგანიზმში ანთებით პროცესებს. მას გააჩნია სპაზმოლიტური, ნაღვლმდენი, შარდმდენი, ანთებითსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება.

გარდა ამისა, აბზინდას იყენებენ ანემიის, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების დროს, მრგვალი ჭიების დასაყრელად (ოყნის სახით) და ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად.

უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს პირღებინებას, მოწამვლას.

მიუხედავად იმისა, რომ აბზინდას მწარე გემო აქვს, მკურნალობისთვის ერთ-ერთი ვარიანტია გამოიყენოთ როგორც საწუწნი კანფეტი.

რეცეპტი 1.

1 ს.კ. გამხმარ აბზინდას 2-ჯერ გადაავლეთ მდუღარე წყალი, გადაწურეთ და ყოველი ჭამის შემდეგ აიღეთ ცოტაოდენი ბალახი ჩაის კოვზის წვერზე და 1 საათის განმავლობაში გაიჩერეთ პირში სანამ აბზინდა არ დაკარგავს სიმწარეს. მასე უნდა გააკეთოთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს