17:43 / 10-02-2017
როგორ უნდა ამოიცნოთ კარგი ყველი - ხრიკები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება
ყველი რძის პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადია, მისგან მომზადებული კერძები კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. გემრიელთან ერთად, ყველი უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.

თუმცა, გემრიელი ყველის არჩევა არც ისე იოლი საქმეა. "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" იმ ძირითად ნიშნებს გასწავლით, რომლითაც კარგი ყველის არჩევას შეძლებთ.



  • იმის გასარკვევად არის თუ არა ყველში მცენარეული ცხიმები, მოჭერით ნაჭერი და დადეთ ოთახის ტემპერატურაზე - თუ ყველმა წვეთები გაიკეთა, მასში მცენარეული ცხიმებია.
  • ხშირად იმისთვის, რომ ყველს წონა მოემატოს, "კრახმალს" ამატებენ. ასეთი ყველის მირთმევა კი არასასურველია. ამიტომ, მოჭერით თქვენს მიერ ნაყიდი ყველის ნაჭერი და წაუსვით იოდი, თუ ყველი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ მასში ბევრი "კრახმალია".
  • კარგად მოუჭირეთ ხელი ყველს - ის არ უნდა იყოს პლასტელინივით დამყოლი. არ უნდა იცვლიდეს მარტივად ფორმას.
  • როგორ შევამოწმოთ ჩეჩილი ყველი, რომელიც ძალიან გემრიელია და განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. უნდა აიღოთ მისი პატარა დეტალი, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივი საკერავი ძაფია - ის სწორედ ძაფივით უნდა გაეტიოს ნემსის ყუნწში.
  • თუ მაგარი ყველი ფშვნადია, ესე იგი ის გაყინული იყო, ან
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    დაბალხარისხიანია. არასასიამოვნო სუნი, თეთრი ნაფიფქი და აფუება - პროდუქტის გაფუჭებაზე მიანიშნებს.

  • ხარისხიანი, მაგარი ყველის თხელი ნაჭერი მოღუნვის დროს არ უნდა ტყდებოდეს. თუმცა, არც მეორე უკიდურესობა ვარგა - ის უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა რეზინის მსგავსი. ნასვრეტები ყველს ცენტრში უფრო მეტი უნდა ქონდეს, კიდისკენ მათი ოდენობა უნდა მცირდებოდეს.
  • და ბოლოს, მოათავსეთ ყველი მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ და დაელოდოთ - თუ რამდენიმე წუთში ყველი გადნა და წელვადი გახდა, ის ნატურალურია. თუ ყველმა ფორმა არ შეიცვალა, ის ფალსიფიცირებულია.
მნიშვნელოვანია უკვე შეძენილი ყველის შენახვის პირობების დაცვა: ყველი, სახლის პირობებში, მისი გაჭრიდან მაქსიმუმ 10 დღე ინახება. შენახვის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8 გრადუსზე მაღალი. თუ მაგარ ყველს მოათავსებთ ფოლგაში და არა პოლიეთილენში, ასეთ პირობებში ის ოთხი თვეც კი გაძლებს. რბილი ყველის შენახვის ვადა რამდენიმე დღეა. რაც შეეხება წათხის ყველს, ის ყველაზე კარგად 5 გრადუსზე, საკუთარ წათხში ინახება. შენახვის ვადა პირდაპირაა დამოკიდებული მარილის რაოდენობაზე, თუმცა საშუალოდ ის 2 თვეს შეადგენს.

გაიგეთ მეტი ყველის სასარგებლო თვისებების შესახებ
20:01 / 20-02-2017
თქვენ ის დაწერეთ დახლზე და ფულის გადახდამდე როგორ ამოვიცნოთ, თორემ სახლში რაღ დროის ქიმიური ცდები ატარო, ფშვნიტო და ჩეჩო ყველას თანდასწრებით?
ზაზა
21:29 / 17-02-2017
კარგი ყველი არ არსებობს ბაზარში ნაგავს ყიდიან
აააა
მსგავსი სიახლეები
წაისვით პომადა ხელზე, გაუსვით მას ოქროს ბეჭედი, ტყვიის შემცველი პომადა ფერს შეიცვლის და გამუქდება
დაასხით მდუღარე წყალი - თუ წყალი გათეთრდა, ხიზილალა ნატურალურია
"არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრს გავასინჯეთ, გაუკვირდა, - ასეთი ყველი ბაზარზე რატომ არ გაგაქვთო?"
არცოდნა აკრძალულია - ახალი გადაცემა ქართულ მედიასივრცეში
საინტერესო და უცნობი ფაქტები ყველზე
იმერული ყველი წათხში 8-10 თვე ინახება, ჭყინტი კი ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებს
წელს დაახლოებით 700 ათასამდე მსხვილფეხა საქონელი აცრეს
სახიფათოა თუ არა სახლის პირობებში დამზადებული ყველი - ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:55 / 25-02-2017  Image ხვალ შენდობის დღეა
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება,
14:22 / 25-02-2017  Image "მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა
"უნდა რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს"
15:01 / 25-02-2017  Image არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს
09:58 / 25-02-2017  Image "ბიბლუსი გალერეაში" "ლიბერთინსის" სერიით გამოცემული წიგნის "გამარჯვებულის" პრეზენტაცია გაიმართა
"გამარჯვებულის" მოლოდინში "ბიბლუსი გალერეასთან" თინეიჯერების დიდი რიგი დადგა
08:54 / 25-02-2017  Image ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ
+VIDEO პაციენტი კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49