რა განასხვავებს ტუალეტის წყალს პარფიუმისგან და რომელი როდის უნდა გამოიყენოთ

 რა განასხვავებს ტუალეტის წყალს პარფიუმისგან და რომელი როდის უნდა გამოიყენოთ

მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმერიული ხაზის ორივე ნაწარმი ერთსა და იმავე ინგრედიენტებს შეიცავს (დისტილირებული წყალი, სპირტი, ეთერზეთების ექსტრაქტები, საღებავები და დანამატები, რომლებიც სითხეს საჭირო ფერს აძლევს), საბოლოო პროდუქტი განსხვავდება არა მარტო ფერითა და არომატით, არამედ მდგრადობით და სისავსით, რაც პროპორციებზეა დამოკიდებული.

ეთილის სპირტის წილი ტუალეტის წყალშიც და პარფიუმშიც 75%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ ტუალეტის წყალში საშუალოდ 85% სპირტიანი ნივთიერებებია და მხოლოდ 15-10%-ია არომატული ზეთების ესენცია, მაშინ როდესაც პარფიუმში ეს თანაფარდობა შეადგენს 75%-ს 25-20%-თან, რის ხარჯზეც ეს უკანასკნელი უფ­რო ინტენსიურ არომატს იძენს

არომატული ზეთების სხვადასხვა კონცენტრაცია არომატის სიმყარეზე მოქმედებს. პარფიუმში მისი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ წასმის ადგილას არომატს შვიდ საათამდე ინარჩუნებს. პარფიუმი ახლოსაა სუნამოსთან და მას დღის სუნამოსაც უწოდებენ.

ტუალეტის წყლის შესაძლებლობები მოკრძალებულია, სწორედ ამიტომ დღის განმავლობაში მას რამდენჯერმე მიპკურება სჭირდება და სასურველი არომატი მხოლოდ 2-3 საათით დაგატკბობთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არომატის ხანგრძლივობა ორგანიზმის თავისებურებზეც არის დამოკიდებული. მამაკაცის პარფიუმერია კი მხოლოდ ტუალეტის წყლითაა წარმოდგენილი.

პარფიუმისა და ტუალეტის წყლის მდგრადობა ხშირად განისაზღვრება იმითაც, სად გამოიყენებთ მას. კოქტეილის საღამოს ან საზეიმო ვახშამს შესანიშნავად ესადაგება პარფიუმერული წყალი, ის თქვენ ელეგანტურობას შეგძენთ განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს