XXI საუკუნის საუკეთესო სასიყვარულო ფილმები

XXI საუკუნის საუკეთესო სასიყვარულო ფილმები

მზის ჩასვლამდე (რიჩარდ ლინკლეიტერი, 2004)

ეს ფილმი ალბათ, რომანტიული ჟანრის ფილმების ყველა ჩამონათვალში შეგხვდებათ. მისი იგნორირება მართლაც შეუძლებელია, რადგან სიუჟეტის განვითარების ნებისმიერ მომენტში თბილი გრძნობა დაგეუფლებათ. მაყურებლები ხშირად ამბობენ რომ ეს ტრილოგიის საუკეთესო ნაწილია. ფილმში ითან ჰოუკისა და ჟული დელფის გმირები ცხრა წლის წინ ერთ დღესა და ღამეს ვენაში ატარებენ, ამის შემდეგ ჰოუკის გმირი წიგნს წერს, რომელიც ბესტსელერი ხდება და ევროტურს აწყობს, პარიზში ყოფნისას კიდევ ერთხელ ხვდება დელფის გმირს და სწორედ აქედან იწყება რომანტიული ურთიერთობაც.

სიყვარული (მიხაელ ჰანეკე 2012)

"სიყვარული" ნაწილობრივ ჰგავს 1997 წლის ისლანდიური ფილმის, "ვულკანის" სიუჟეტს, თუმცა, ჰანეკეს სტილი აქაც ისევე იგრძნობა როგორც რეჟისორის სხვა ნამუშევრებში. ფილმზე გავლენა რეალურმა ისტორიამ მოახდინა, რომელიც რეჟისორის ახლობლების ოჯახში ვითარდებოდა. ფილმში 80 წელს მიღწეული ადამიანების სიყვარული ისტორიაა მოთხრობილი, სადაც სიყვარული ძალას ხელახლა მაშინ იკრებს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ავად ხდება. მეუღლე კი მომვლელებისა და დამხმარეების აყვანის ნაცვლად, მთელს ტვირთს საკუთარ თავზე იღებს.

უბის წიგნაკი (2004)

ეს ნიკ კასავეტესის 2004 წლის რომანტიკული ფილმია, რომელიც დაფუძნებულია ნიკოლას სპარქსის ამავე სახელწოდების მქონე რომანზე. ფილმში მონაწილეობენ რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი, როგორც ნოა და ელი – ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ ადრეულ 1940–იან წლებში. მათი ისტორია მოთხრობილია თანამედროვე დროს მოხუცი კაცის მიერ, რომლის როლსაც ჯეიმს გარნერი ასრულებს. ის ამ ამბავს თავის თანაპაციენტ ქალს უამბობს, რომელსაც ჯენა როულენდსი თამაშობს წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს