"სკანდალების, ხმამაღალი განხეთქილებების მომსწრენი გავხდებით" - რა მოვლენებს პროგნოზირებენ ასტროლოგები მომდევნო 9 თვე

"სკანდალების, ხმამაღალი განხეთქილებების მომსწრენი გავხდებით" - რა მოვლენებს პროგნოზირებენ ასტროლოგები მომდევნო 9 თვე

როგორ იმოძრავებს მშვილდოსნის ისარი ლილიტის ტრანზიტის დროს და რა მოვლენებს გამოიწვევს ეს გარემოება? ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "ფეისბუქ-გვერდზე" უახლოესი 9 თვის ტენდენციების შესახებ გვესაუბრება:

"20017 წლის 14 თებერვალს ლილიტმა დატოვა მორიელის ნიშანი და გადაინაცვლა ფილოსოფიურ, თავისუფლების მოყვარე ზოდიაქოს ნიშან მშვილდოსანში. როგორ იმოძრავებს მშვილდოსნის ისარი ლილიტის 9 თვიანი ტრანზიტის დროს?

მშვილდოსანი მართავს უცხოეთს, ფილოსოფიას, იდეოლოგიებს, რელიგიებსა და ზოგადად, მსოფმხედველობას. ასევე, მისი მფარველობის ქვეშაა უმაღლესი განათლება, ქვეყანათა შორის ურთიერთობები, მიზნები, იდეალები. დღის წესრიგში სწორედ ეს თემები იქნება.

ჯერ კიდევ 2014 წლიდან სატურნის ტრანზიტმა მშვილდოსანში მოახდინა ამ თემების აქცენტირება, მაგრამ ლილიტი კიდევ უფრო გაამძაფრებს მათ. მშვილდოსანს არ უყვარს არაფერი დაფარული, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზემოთხსენებულ სფეროებში ფარულ ქმედებებთან იყო ან იქნება დაკავშირებული ამ ტრანზიტის მიმდინარეობისას დღის სინათლეზე გამოვა მათ შორის სკანდალებისა და სასამართლო გარჩევების სახითაც, რადგან იურსიპრუდენციაც მშვილდოსნის ზონასთანაა კავშირში.

შესაძლოა სამთავრობო დონეზე საჯარო მოხელეებთან, რელიგიურ პირებთან, უცხოეთთან, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში სკანდალების, ხმამაღალი განხეთქილებების მომსწრენიც გავხდეთ. მოიმატებს სწარფვა დამოუკიდებლობისკენ და რევოლუციური იდეებიც უფრო მკვეთრად გაისმება საზოგადოებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლილიტი ტრინს გაუკეთებს ტრანზიტულ ურანს ვერძში და შეურთდება სატურნს მშვილდოსანში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი). ასევე, ამ დროს შესაძლოა მეტად გამძაფრდეს რელიგიური საკითხები და დღის წესრიგში დადგეს რეფორმები რელიგიურ სფეროში, შესაძლოან გაჩნდეს ახალი რელიგიური მოძღვრებები, სექტები.

საერთოდ რელიგიურ - იდეოლოგიურ სფეროში კრიზისის შესახებ წინსწრებით ახალი წლის სტატიაში უკვე მოგახსენეთ, რომ მოსალოდნელია ამ სფეროში გაუგებრობების, პრობლემების ალბათობა, რაც უკვე შეინიშნება კიდეც. ეს ტენდენციია წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

ლილიტი მშვილდოსანში ტრანზიტის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოეთთან და უცხოელებთან ურთიერთობისას, ეცადეთ გაარჩიოთ ერთამნეთისგან რეალური იდეოლოგიები და ცრუ მოძღვრებები. შემთხვევით ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე სექტაში არ ამოყოთ თავი.

ხაზასმით უნდა აღინიშნოს ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხები. სამწუხაროდ, ამ პერიოდში (ანუ წლის ბოლომდე) კიდევ უფრო გააქტიურდებიან ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც საკუთარი იდოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების ჭეშმარიტებაზე სერიოზულ განაცხადებს გააკეთებენ არა მხოლოდ ტერორისტული აქტების სახით, არამედ უკვე პოლიტიკურ დონეზეც. ამიტომ, შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღება მართებთ!

ტრადიციული კითხვა "რა ელით მშვილდოსნებს" და ლილიტ მშვილდოსნებს?

მეგობრებო, პირველ რიგში, შიშით და დაძაბულობით ნუ შეხვდებით ამ ტრანზიტს! შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა საერთოდაც ვერ იგრძნოს ეს გავლენა. ამჟამად იუპიტერის სასწორში მოძრაობა დაეხმარება ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებს მეტი სიმსუბუქით გაუმკლავდნენ ამ ტრანზიტებს .

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

1. თუ თქვენი მსოფმხედველობა მშვილდოსანში სატურნის ტრანზიტიდან მოყოლებული უკვე სეროზულ ძვრებს თუ რყევებს განიცდის, მით უფრო ლილიტი მშვილდოსნის ტრანზიტისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე განსაკუთრებით შორსმიმავალი მიზნების დასახვისას, ახალი მსოფმხედველობის იდეოლოგიის ჩამოყალიბების დროს, რათა იმედგაცრუებისგან დაიცვათ თავი. არ აჩქარდეთ გადაწყვეტილების მიღებისას როგორც სჩვევიათ ხოლმე მზე და ლილიტ მშვილდოსნებს;

2. პირად ურთიერთობებში იყავით დიპლომატიურები, გულისხმიერები, ნუ აყვებით მძაფრ ემოციებს, იმპულსურობას, ამით სერიოზულ ზიანს მიაყენებთ როგორც ახლობლებს, ისე საკუთარ თავს;

3. დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მაგრამ აქაც ფრთხილად იყავით, თავი აარიდეთ ფანატიზმს

4. კონკერტულად ამ პერიოდში ნუ ეცდებით გაითავისუფლოთ თავი ყველაფრისა და ყველასგან თუ ეს გარდუვალი არ არის, რადგან ლილიტი მშვილდოსანი ისედაც უსაზღვრო მიდრეკილებაა საზღვრების დარღვევისა და მაქსიმალური თავისუფლებისკენ, ასეთი თავისუფლება კი ყოველთვის როდია გონივრული, გახსოვდეთ, რომ თავისუფლება გაცნობიერებული პასუხისმგებლობაა;

5. არ ეცადოთ საკუთარი შეხედულებების, იდეებისა და მოსაზრებების სხვებზე ძალით თავს მოხვევას. არავინ ფლობს უდავო ჭეშმარიტებას. განეწყვეთ დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის და პატივი ეცით სხვის მოსაზრებებს;

6. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოეთში და უცხოელებთან ურთიერთობისას;

7. დაიცავით კანონები.

ახლა რაც შეეხება საქართველოს: რადგან ჩვენი ქვეყნის მუნდანურ რუკაზე ჩვენი ნატალური ლილიტიც მშვილდოსანში იმყოფება, ეს პერიოდი ქვეყნისთვის გამოწვევებით და სხვა და სხვა ხასიათის მოვლენებით იქნება სავსე როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე რელიგიურ-იდეოლოგიური კუთხითაც. ცდუნებებზე აყოლის, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს!

ჩვენს პოლიტიკოსებს მაქსიმალური სიფხიზლე , სიფრთხილე და დიპლომატიურობა მართებთ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იუპიტერი მორიელში გადავა, რა დროსაც იზრდება კონფლიქტების ალბათობა . შემოდგომა, ქართველებისთვის, ისედაც რთულ პერიოდად ითვლება.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს