სტრესმა და ნერვიულობამ შეიძლება მამაკაცის სიკვდილიც კი გამოიწვიოს

სტრესმა და ნერვიულობამ შეიძლება მამაკაცის სიკვდილიც კი გამოიწვიოს

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მამაკაცებისთვის ნერვული მღელვარება ძალიან საზიანოა. ამასთან, მეცნიერების თქმით, საქმე მხოლოდ სტრესის ორგანიზმზე ცუდ გავლენას არ ეხება, არც ნერვული სისტემის გაღიზიანებას - კაცებს, რომლებიც ხშირად ღელავენ რაიმეზე, უფრო ხშირად ემართებათ სიმსივნე.

ირკვევა, რომ მამაკაცები, რომლებიც ნერვიულობენ, უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით. საშუალოდ, ასეთი მამაკაცები სიმსივნით ორჯერ უფრო ხშირად კვდებიან, ვიდრე ისინი, ვინც პრობლემების გამო არ ნერვიულობს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ურთიერთკავშირი ფსიქიკურ გაღიზიანებასა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, რომელიც იმის მიუხედავად ვლინდება, როგორი ფიზიკური აქტივობა თუ მავნე ჩვევები აქვს ადამიანს. ამასთან, ის ვლინდება მხოლოდ კაცებში და არა ქალებში. სტრესი ქალებისთვისაც საკმაოდ საზიანოა, მაგრამ ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს