გოგონა, რომელმაც საკუთარ თავს ურთულესი დიაგნოზი სერიალის დამსახურებით დაუსვა

გოგონა, რომელმაც საკუთარ თავს ურთულესი დიაგნოზი სერიალის დამსახურებით დაუსვა

ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.

19 წლის გოგონას უყვარს ცეკვა, ცხენით ჯირითი და ხშირად უყურებს სერიალს "ექიმი ჰაუსი". მოულოდნელად, ალექსანდრიას სიარულის პრობლემა შეექმნა. მას კი სერიალიდან ის მომენტი გაახსენდა, როცა ერთ-ერთ პაციენტს მსგავსი ჩივილები ჰქონდა და ექიმმა ჰაუსმა მას გიიენ ბარეს სინდრომი (Guillain-Barre syndrome) დაუდგინა. დაავადების მთავარი სიმპტომი კიდურების მართვაზე კონტროლის დაკარგვაა და ხშირად სრული პარალიზებით სრულდება.

ნევროპათოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, ალექსანდრიას უთხრეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა და სახლში გამოუშვეს. თუმცა, თავად გოგონა ამტკიცებდა, რომ მას გიიენ ბარეს სინდრომი ჰქონდა. მოგვიანებით, მას სიმპტომები გაურთულდა და კვლავ საავადმყოფოში მივიდა გამოკვლევაზე. გამოკვლევამ ამჯერადაც არ გამოავლინა რაიმე სახის დარღვევა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ალექსანდრია თითქმის სრულად პარალიზებული გახდა და მხოლოდ მაშინ დაადასტურეს ექიმება გოგონას თვითდიაგნოზი. მის მიერ შეთავაზებული მკურნალობის მეთოდებიც სწორი აღმოჩნდა.

ექიმები გაოცებულები იყვნენ, როგორ გამოიცნო გოგონამ საკუთარი დაავადება. Guillain-Barre-ის სინდრომი საკმაოდ იშვიათი სნეულებაა და ის ყოველწლიურად 100 000-დან 1 ადამიანს ემართება წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს