ახალი მოდა - პალეოს დიეტა და ყველაზე სწრაფად კლება წონაში

ახალი მოდა - პალეოს დიეტა და ყველაზე სწრაფად კლება წონაში

მიზანი: წონის დაკლება, სისხლის წნევისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის დაქვეითება.

მიდგომა: ყველაზე ცნობილ დაბალნახშირწყლოვან დიეტებს შორის არის ატკინ-სის, დიუკანის, მედიფასტის დიეტები. თუმცა ამგვარი დიეტებიდან ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარულია პალეოს დიეტა, რომელიც პალეოლითის ხანის ჩვენი წინაპრების "კვების რეჟიმს" ეყრდნობა.

ძირითადი პრინციპი: რაციონის მთავარ ნაწილს შეადგენს ცილები და ცხიმები, ნახშირწყლების მიღება კი მინიმუმამდეა დაყვანილი.

შეიძლება: ხორცი, თევზი, ფრთოსანი, თხილეული, ბოსტნეული და ხილი, კვერცხი და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მქონე სხვა პროდუქტები შეუზღუდავად.

არ შეიძლება: პროდუქტები ნახშირწყლების მაღალი შემცველობით, როგორებიცაა ტკბილეული, მაკარონები, პური, ზოგიერთი ხილი და სახამებლიანი ბოსტნეული, ბარდეული, რაფინირებული შაქარი. პალეოს დიეტის ავტორი, პროფესორი ლორენ კორდეინი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს ამგვარ პროდუქტებთან ადაპტირებს, რაც შედეგად იწვევს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას, მათ შორის, გასუქებასაც.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს