ხახვის ფურცლები, რომლებსაც ჩვენ ვაგდებთ ხახვის გაფცქვნისას, შეიცავენ უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს. მაგალითად ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ატონიზირებენ გულის მუშაობას, აძლიერებენ იმუნიტეტს, გააჩნიათ კიბოს საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და სპაზმოლიტური მოქმედებები.
თუ ყოველდღიურად ჩაის სახით მიიღებთ ხახვის ფურცლების ნახარშს, სამუდამოდ განთავისუფლდებით ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა: მაღალი წნევა, ფეხის გაკავება, თვალის დაავადებები(მათ შორის კატარაქტა), ართრიტი, კანქვეშა სისხლჩაქცევები, თავის ტკივილები, თმის ცვენა და სხვა.
მაშასადამე რითი არის ასეთი სასარგებლო ხახვის ფურცელი?
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ხახვის ფურცელი შეიცავს 4% ანტიოქსიდანტს - კვერცეტინს. ეს ნივთიერება მიეკუთვნება Р ჯგუფის ვიტამინებს. ამის გარდა ხახვის ფურცელი შეიცავს E, ც, B ჯგუფის ვიტამინებს. ვინაიდან კვერცეტინი ორგანიზმმა უნდა მიიღოს დიდი დოზით, ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება ყოველდღიურად. ცნობილი ექიმი ატკინსი თვლიდა, რომ კვერცეტინი წარმოადგენს საუკეთესო ჰისტამინურ საშუალებას და უნიშნავდა მას თავის პაციენტებს, რომლებიც დაავადებულები იყვნენ ალერგიის სხვადასხვა ფორმებით... განაგრძეთ კითხვა