რა უნდა ვჭამოთ, რომ ცხიმი დავწვათ

რა უნდა ვჭამოთ, რომ ცხიმი დავწვათ

ჯანსაღი კვება არც ისე რთულია, თუმცა ადამიანები მაინც არაჯანსაღ საკვებს ანიჭებენ  უპირატესობას. აქედან იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის სიმსუქნე. თუმცა არსებობს საკვები, რომელიც არა მხოლოდ აჩქარებს მეტაბოლიზმს, არამედ შლის დაგროვილ ცხიმებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ პროდუქტს.

უცხიმო რძე

უცხიმო რძე ჩაასხით ბლენდერში, დაამატეთ თხილი და ცოტა წყალი და ათქვიფეთ. თქვენ მიიღებთ შესანიშნავ სასმელს, რომელიც არა მხოლოდ კალცის ნაკლებობას შეგივსებთ ორგანიზმში, არამედ მეტაბოლიზმსაც დააჩქარებს. 

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ იწვევს ცხიმების წვას. ამ ყველაფრის ბონუსად - ჯანჯაფილი ბრწყინვალედ მოქმედებს კანზე და ასუფთავებს მას.

დარიჩინი

დარიჩინს შეუძლია ორგანიზმში შაქრის დონის დაწევა და ამით ცხიმების აკუმულირება. გასაგებია, რომ უბრალოდ დარიჩინის ჭამას არავინ დაიწყებს, მაგრამ მისი დამატება ნებისმიერ სასმელშია შესაძლებელი - ჩაიში, კაკაოში, რძეში.

ლობიო

ლობიოს გადამუშავებაზე ორგანიზმი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, რასაც ცხიმების მარაგს ახმარს. გარნირის სახით გამოიყენეთ ლობიო და დაიწყეთ ცხიმების წვა. თან, ლობიო გაცილებით სასარგებლო პროდუქტია, ვიდრე მაკარონი, ან კარტოფილი.

წითელი ღვინო

წითელი მშრალი ღვინო შეიცავს რეზვერაროლს, რაც პროტეინის წარმოქმნას უწყობს ხელს. პროტეინი კი სერიოზულ გავლენას ახდენს ცხიმების დაშლის პროცესზე. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ყოველი ჭამის შემდეგ შეგიძლიათ ღვინის დალევა, მიიღეთ დღეში ნახევარი ჭიქა.

მომზადებულია menshealth.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს