ჯანმრთელმა კვებამ შეიძლება გაგასუქოთ

ჯანმრთელმა კვებამ შეიძლება გაგასუქოთ

კორნელის უნივერსიტეტში კვების ლაბორატორიის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ჯანმრთელი კვება ყოველთვის არ ნიშნავს სპორტულ აღნაგობას, პირიქით, მას შეუძლია სიმსუქნე გამოიწვიოს. კვლევა Journal of the Association for Consumer Research-ში გამოქვეყნდა.

ამერიკელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ზედმეტი ჭამა გასუქების მთავარი მიზეზია. მაგრამ მათი დაკვირვების საგანი გახდა არა მავნე საკვები, არამედ ”ჯანმრთელი” და ”დაბალკალორიული” პროდუქტები.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ სთავაზობდნენ ფილმის ყურებისას ”სასარგებლო” ორცხობილას ჭამას. კვლევამ აჩვენა, რომ თუ ადამიანი თვლის, რომ ჯანმრთელად იკვებება, გაცილებით მეტ საკვებს იღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ”მავნე” პროდუქციას მიირთმევს. მომხმარებელზე გავლენას ახდენს ეტიკეტი, რომელსაც აწერია, რომ ჯანმრთელ პროდუქტს მოიხმარს.

ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ სიმსუქნე შეიძლება ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა გამოიწვიოს.

მომზადებულია press.uchicago.edu-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს