ადამიანებზე მონადირე გიგანტური გველები - შემზარავი ფოტოები

ადამიანებზე მონადირე გიგანტური გველები - შემზარავი ფოტოები

რამდენიმე საუკუნის წინ ბორნეოს აბორიგენებმა საკუთარი სოფლები დატოვეს და ჯუნგლებში ჰოლანდიელი კოლონიალისტებისგან მოშორებით დაიწყეს სახლის ძებნა. ბორნეოს ცენტრში კარგი ადგილი იპოვნეს, სადაც სახლები ააშენეს და ბურაკის მდინარეში თევზჭერა წამოიწყეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ბავშვებმა გაუჩინარება არ დაიწყეს.

მდინარიდან ამოსული არსება, რომელსაც ბავშვები მიჰყავდა, უხერხემლო იყო. ეს იყო გიგანტური გველი, რომელსაც ზომის გამო, დრაკონი უწოდეს. ბორნეოში და მის მეზობლად ეს ლეგენდა ყველამ იცის. გველების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ კონკრეტულად, რომლებს შეუძლიათ ბავშვების შეჭმა? აი რამდენიმე მათგანი:

წითური კრაიტი

იგივე ბუნგარუს ფლავიცეფსი ელეგანტური, მაგრამ მომაკვდინებელი გველია. მისი შავი სხეული ბოლოვდება წითელი თავით. კრაიტის შხამი ნერვულ სისტემას თიშავს. ის ბლოკავს ნერვულ და კუნთოვან დაბოლოებებს და სუნთქვას შეუძლებელს ხდის. შხამსაწინააღმდეგო ინექცია თუ დაუყოვნებლივ არ გაკეთდა, ეფექტი არ ექნება. მაგრამ კრაიტები ვერ იქნებოდნენ ”დრაკონები”. ისინი ორი მეტრის სიგრძის არიან, მაგრამ წვრილები. ამასთან, დღისით მათ სძინავთ და მხოლოდ ღამით გამოდიან სანადიროდ.

ლურჯი ნახშირის გველი

იგივე კალიოპის ბივირგატუსი, ღამის ლურჯი ქვეწარმავალი დიდი წითელი მუცლით. მისი გლანდების ზომა მეტრნახევარია. მათ ძალიან პატარა ეშვები აქვთ იმისთვის, რომ ადამიანის კანი მარტივად დაფლითონ. ამიტომ დრაკონების აღწერილობას არც ისინი ერგებიან.

მეფე კობრა

იგივე ოფიოპაგუს ჰანნა ყველაზე გრძელი შხამიანი გველია დედამიწაზე. მათ შეუძლიათ სხეულის ნახევარის მიწიდან აწევა. ასე რომ, თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის სიმაღლეზე გასწორდნენ და თვალებში შეხედონ. ისინი უფრო ახლოს არიან დრაკონის აღწერილობასთან, თან დილით ნადირობენ, მაგრამ სავარაუდოდ, დრაკონები არც ისინი არიან.

სუმატრანული ორმოს გველი

იგივე ტრიმერესურუს სუმატრნუსი ბორნეოს ჯუნგლებში ყველაზე საშიშ გველად ითვლება. ისინი სტრატეგიულად ესხმიან თავს მსხვერპლს. უცდიან, აკვირდებიან და მხოლოდ შემდეგ გადადიან შეტევაზე. ისინი არ ნადირობენ, ისე ახერხებენ, რომ მსხვერპლი თავად მიდის მათთან. მათ ყველაზე მომწამლავი შხამი აქვთ, მაგრამ არც ისინი უნდა იყვნენ ლეგენდარული დრაკონები.

ბადისებრი პითონი

იგივე პითონ რეტიკულატუსი ყველაზე დიდი გველია დედამიწაზე, რომლის სიგრძე ათ მეტრს აღწევს. პითონების თავდასხმის შესახებ ყველაზე ხშირად საუბრობენ. წინა წლის დეკემბერში 4 მეტრი ზომის პითონმა სასტუმროს დაცვის თანამშრომელი დაახრჩო ბალიში. ამის გამო, ყველაზე ახლოს დრაკონებთან პითონები დგანან. პითონები ყოველდღიურად არ იკვებებიან. მათ შეუძლიათ საკუთარ ზომაზე დიდი საკვები გადაყლაპონ. როდესაც ჭამას იწყებს, პითონის გული, პანკრეასი და სხვა ორგანოები იზრდება, რომ მონელებაში ხელი შეუწყოს. საკვების მიღების შემდეგ პითონს შეუძლია დიდი ხანი მოითმინოს შემდეგ ჭამამდე. ზოგჯერ ერთი წელიც კი. შესაძლოა, მითი დრაკონების შესახებ რამდენიმე გველის მიხედვითაა შექმნილი: მეფე კობრების სანადირო უნარები, კრაიტის მომაკვდინებელი შხამი და პითონის გიგანტური ზომა. თუმცა, დანამდვილებით ეს არავინ იცის.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

YouTube-ი ახალ სერვისს ჩაუშვებს, რომელიც TikTok-ის ანალოგი იქნება

თურქულ სერიალში ქართული მუსიკისა და ცეკვის ელემენტები - "ახლა ამათ რა უნდათ, ეს ცეკვა თავისად გაასაღონ და ასე აჩვენონ მსოფლიოს?"

"გემო დავკარგე.. მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო..ზურგი ისევ გაუსაძლისად მტკივა" - რას წერს COVID-19-ით ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან