ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - კოსმეტიკის არჩევის და გამოყენების ოქროს წესები!

ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს - კოსმეტიკის არჩევის და გამოყენების ოქროს წესები!

მართალია მაკიაჟს სასწაულების მოხდენა შეუძლია, თუმცა გამოთქმა "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" დღეს უკვე პირდაპირი გაგებით შეგვიძლია მივიღოთ. უხარისხო მაკიაჟი სახიფათოა!

როგორ უნდა გავარჩიოთ კარგი კოსმეტიკა, უხარისხოსგან? იმისთვის, რომ სილამაზე ჯანმრთელობის ფასად არ მიიღოთ, უნდა იცოდეთ კარგი პროდუქციის ცნობა. როდესაც ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური ნაწარმია, ძნელი გასარჩევია, რომელი მათგანია საუკეთესო. PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" იმ ძირითად რჩევებს მოგცემთ, რომელიც კარგი კოსმეტიკური ნაწარმის არჩევაში და მათ სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

იხილეთ გადაცემა: "არცოდნა აკრძალულია" - იცოდეთ ყველაფერი კოსმეტიკის შესახებ

ხარისხიანი კოსმეტიკა ძვირი ღირს, შესაბამისად მომხმარებელთა დიდი ნაწილი მას ფაისის მიხედვით არჩევს, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებიც არც ძვირადღირებულ და ბრენდირებულ მაღაზიების პროდუქციის ხარისხს ენდობიან. ყველაზე დიდ საფრთხეს დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობაში ტყვია და მძიმე მეტალები წარმოადგენს.

ტყვიას შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი დეკორატიული კოსმეტიკის ნაწარმი, თუმცა მათ შორის პომადა ყველაზე სახიფათოა, რადგან ქალბატონები, რომლებიც მას ყოველდღიურად მოიხმარენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ ორგანიზმში პირის ღრუდან 5 კილოგრამი პომადა ხვდება!

თუ მწარმოებელმა კოსმეტიკურ საშუალებებს შემადგენლობაში არ მიუთითა ტყვიის და მძიმე მეტალების არსებობა, ამისთვის უმარტივესი ექსპერიმენტი არსებობს:

აიღეთ პომადა წაისვით ხელზე, გაუსვით მას ოქროს ბეჭედი, ტყვიის შემცველი პომადა ფერს შეიცვლის და გამუქდება. იგივენაირად შეგვიძლია შევამოწმოთ დეკორატიული კოსმეტიკის სხვა ნაწარმიც, მაგალითად მწვანე კორექტორი, ტუჩის ფანქრის შემთხვევაშიც იგივე რჩევა შეგვიძლია მოგცეთ.

იხილეთ: პომადა ყველაზე სახიფათოა! - უმარტივესი ხრიკი, ხარისხიანი ტუჩსაცხის შესამოწმებლად

რაც უფრო მკვეთრი ფერისაა პომადა, მეტი ალბათობაა იმისა, რომ ის ტყვიას შეიცავს, გარდა ამისა მდგრადი პომადა მოხმარებისთვის კომფორტულია, თუმცა თქვენი ტუჩებისთვის - არა. ამიტომ წაისვით ის იშვიათად, თუ გინდათ, რომ ტუჩები არ გამოგიშრეთ.

ტონალური კრემის შერჩევისას, გარდა მისი ეტიკეტისა უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად შესაბამისია ის თქვენ კანთან. ხშირად მას ყიდვისას ხელზე ისვამენ და ასე ნახულობენ კანთან შესაბამისობას, სინამდვილეში ტონალური კრემი უმაკიაჟო სახეზე უნდა წაისვათ, ნიკაპთან ახლოს ლოყაზე, თუ არ აჭრელდა და მოუხდა თქვენს კანს, ის საუკეთესოა.

რაც შეეხება თვალის ტუშს, ის არ უნდა აწებებდეს წამწამებს ერთმანეთზე, ერთგვაროვნად უნდა ღებავდეს მას და არ ტოვებდეს პატარა ბურთულების მსგავს ნაკვალევს.

აუცილებელია იცოდეთ კოსმეტიკის შენახვის პირობები. კოსმეტიკური საშუალებების შენახვის საშუალო ვადა ორი წელია, თუმცა ეტიკეტზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მითითებული დამზადების თარიღი. კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მცირე ზომის კოლოფებსა და ფლაკონებს, რათა პროდუქციის ვადამდე გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ.

ყველა ქალმა უნდა იცოდეთ! - რა საფრთხეს გვიქმნის ტყვია, რომელიც კოსმეტიკაში ხშირად გამოიყენება

წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ერთ წელზე მეტხანს არ ინახება, რადგან წყალი დროთა განმავლობაში ორთქლდება და შესაძლოა, ჭურჭელში ბაქტერიები გამრავლდეს. სპირტი და სპირტის შემცველი კომპონენტები საგრძნობლად ახანგრძლივებს კოსმეტიკური საშუალებების სიცოცხლეს, ხოლო ნატურალური ინგრედიენტები (ზეთები, ექსტრაქტები), გარდა იმისა, რომ ამოკლებს პროდუქციის მოხმარების ვადას, განსაკუთრებულ პირობებსაც მოითხოვს - ისინი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შევინახოთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურის, თუნდაც ხანმოკლე ზემოქმედება ნაწარმს აზიანებს.

კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა სიცივესაც ვერ იტანს. ასევე მათი მოთავსება არც სააბაზანო ოთახშია სასურველი - ნესტი და სითბო არაჩვეულებრივ პირობებს უქმნის ბაქტერიებს. თუ ფლაკონში ბაქტერიები მოხვდა და დუღილი დაიწყო, სპეციფიკური მჟავე სუნი მაშინვე შეგაწუხებთ. საცხის კონცენტრაციაც არაერთგვაროვანი გახდება. მეორე საშიში ნიშანია ფერის შეცვლა.

უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კოსმეტიკის მოხმარების წესების გათვალისწინება:

  • მინის ქილიდან საცხი სასურველია ჩხირით ან სპეციალური ნიჩბით ამოვიღოთ, რათა თითებზე არსებული ბაქტერიები ჭურჭელში არ მოხვდეს. უკიდურეს შემთხვევაში, ქილაში მხოლოდ დაბანილი ხელი ჩაყავით.
  • ქილას (ფლაკონს) ყოველთვის მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, რათა მასში მტვერი და ჭუჭყი არ მოხვდეს. ეცადეთ, ჭურჭელი ძალიან ცოტა ხანს დატოვოთ თავღია.
  • კოსმეტიკისთვის განკუთვნილი ფუნჯები და ღრუბლები რეგულარულად გარეცხეთ, რათა მათზე ბაქტერიებმა არ დაიბუდონ.
  • წამწამების ტუში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ. არასდროს ჩაამატოთ მასში წყალი. ეს მაკიაჟსაც გაგიფუჭებთ და თვალებისთვისაც სახიფათოა.
  • არ მოიხმაროთ სხვისი თვალის და ტუჩის ფანქარი, არც ტუში და პომადა, ნურც თქვენ ათხოვებთ სხვებს პირად ნივთებს, რადგან ნებისმიერი კოსმეტიკური ატრიბუტი ინფექციების გადამტანია.
  • შენახვის სავარაუდო ვადა: ნიღბები, ლოსიონები და კანის მოვლის სხვა საშუალებების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, 6 თვიდან 1 წლამდე ინახება. დეკორატიული კოსმეტიკა უფრო მეტხანს - წელიწად-ნახევრამდე ძლებს, ტონალური კრემი და პუდრი - დაახლოებით ერთი წელი. წამწამების ტუში - 3 თვე. პომადა, თუნდაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირფასი, 12-15 თვეს მოგემსახურებათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს