ისტორია ძველი ალბომიდან... ფოტოებით მოყოლილი ამბავი

ისტორია ძველი ალბომიდან... ფოტოებით მოყოლილი ამბავი

ალბათ, ყველა სახლში ინახება ერთი ძველი, ყდაგადაქექილი ალბომი, რომელიც ოჯახის ისტორიას ინახავს... მე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა მათი თვალიერება. მახსოვს, როგორ გამოვაღებდი ხოლმე ბებიას კარადას, რომ ძველმოდური, მტვრიანი ჩემოდანი ჩამომეღო. იქ ბებია სქელყდიან საოჯახო ალბომებს ინახავდა.

ოჯახის ყველა წევრს თავისი, პერსონალური ალბომი ჰქონდა მიძღვნილი. მუყაოს სქელ ფურცლებზე შავ-თეთრი, გახუნებული ფოტოები იყო დაკრული. ვაკვირდებოდი ჩემი წინაპრების გამოსახულებებს და ვცდილობდი, რაიმე მსგავსება დამენახა... ვცდილობდი, წარმოსახვით გამეცოცხლებინა ის სცენები, რომლებიც სურათებში იყო გაჩერებული. გამეცოცხლებინა დრო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაიყინა ამ კადრებში და ადამიანების ცხოვრების მხოლოდ ერთი წამი შეინახა...

დღესაც მეჩვენება, რომ ეს ალბომები, ეს ფოტოები განსაკუთრებულ, მისტიკურ აურას ატარებს...

მათი თვალიერება არც ბებიაჩემს ბეზრდებოდა. მისი სევდიანი მზერა დიდხანს ჩერდებოდა თითოეულ ფოტოზე და ოდნავ შესამჩნევად ეღიმებოდა... არც მეათასედ დასმულ კითხვებზე ეზარებოდა პასუხების გაცემა. დაუზარელად მიყვებოდა ისტორიებს, რომლებსაც სწორედ ეს გახუნებული ფოტოები ახსენებდნენ და მეც სიამოვნებით ვუსმენდი მას... მეათასედ...

სულგანაბული ველოდი, როდის ამოიღებდა ერთ კონკრეტულ სურათს, თვალები ბავშვივით, ეშმაკურად აუციმციმდებოდა და ახალგაზრდობაშეპარული ხმით მეტყოდა: -„აი, ამ სურათით გამიცნო პაპაშენმა!“

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს