აი, რას ნიშნავს თეთრი ხაზები ქათმის ფილეზე

აი, რას ნიშნავს თეთრი ხაზები ქათმის ფილეზე

იტალიურ გამოცემაში "ცხოველთა მეცნიერება" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფილეზე ბევრი თეთრი ხაზი ცხიმის დიდი შემცველობის მანიშნებელია, რაც ნიშნავს, რომ მასში ცილის დონე დაბალია. იმის მიხედვით, თუ რამდენად მსხვილია თეთრი ხაზი, იზრდება ფილეში ცხიმი და იკლებს ცილა. კვლევებმა ცხადყო, რომ ფერმერები საკმაოდ სწრაფ და მარტივ ხერხებს იყენებენ ქათმის წონაში მოსამატებლად.

ფოტოზე: ნორმალური, საშუალო და ცუდი ხარისხის ფილე

თუმცა, აშშ-ის ფრინველთა ნაციონალური საბჭო იუწყება, რომ თეთრი ძარღვი მხოლოდ ხორცის მცირე ნაწილზე ახდენს ზემოქმედებას და არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემას. საკვები პროდუქტების სპეციალისტი ჟაკლინ ლონდონი ამბობს, რომ ქათამი მაინც რჩება ჯანმრთელ საკვებად და ცილის საბადოდ.

"დააკვირდით შეფუთვაზე, ხომ არ შეიცავს ქათამი ანტიბიოტიკებს. დაიმახსოვრეთ, რომ მაცივარში სწორად შეუფარდოთ შენახვის ტემპერატურა და მოამზადოთ სწორად, ნაკლები ცხიმით", - ამბობს ჟაკლინი.

მომზადებულია delish.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს