გამოიცანით საქართველოს ქალაქები - კრეატიული რებუსები ქართველი დიზაინერისგან

გამოიცანით საქართველოს ქალაქები - კრეატიული რებუსები ქართველი დიზაინერისგან

ალბათ ყველას გინახავთ სხვადასხვა რებუსი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ცნობილი ქვეყნების სახელი უნდა გამოიცნოთ. ამით შთაგონებულმა ქართველმა დიზაინერმა და პროდუსერმა სალომე თოხვაძემ შექმნა მსგავსი ქართული რებუსი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებზე.

"თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, კოსტუმების დიზაინის ფაკულტეტი. სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი კოსტუმების დიზაინერად და პარალელურად პროდუსერად ვმუშაობდი. მიყვარს ხატვა და შთაგონებას ბევრი რამისგან ვიღებ, იქნება ეს მუსიკა, ლაშქრობა, ნებისმიერი საშუალება რაც მეხმარება გავცდე საზღვრებსა და ჩარჩოებს.

გადავწყვიტე საქართველოს ქალაქები კრეატიული კუთხით წარმომეჩინა და ასე გამომეხატა ქვეყნისადმი სიყვარული, მეჩვენებინა მისი სილამაზე. ვფიქრობ, საქართველო ულამაზესია და ძალიან მიყვარს მის მთებსა თუ ბარში ხეტიალი. ვფიქრობ,თუშეთი ან თუნდაც სვანეთი იმაზე არანაკლებ მომხიბვლელია, ვიდრე პარიზი", - ამბობს სალომე.

აათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს