როგორ დავზოგოთ ფული ელექტროენერგიის გონივრულად მოხმარებით

როგორ დავზოგოთ ფული ელექტროენერგიის გონივრულად მოხმარებით

ტექნიკას, რომელიც სახლში გვაქვს, ხანდახან არ ვიყენებთ, მაგრამ დენის წყაროში მაინც ჩართულს ვტოვებთ, თვის ბოლოს მოსულ გადასახადის ქვითარში მითითებული თანხა კი ჩვენთვის სურპრიზად იქცევა ხოლმე.

ტელეფონს ტენით, გიჩვენებთ რომ 100%-მდე დაიმუხტა, თუმცა მისი შესაერთებელიდან გამოძრობის შემთხვევაში, თავად დამტენს დენის წყაროდან არ თიშავთ, იგივე ხდება როუტერების შემთხვევაშიც და ნებისმიერი კვების ბლოკი, რომელსაც გგონიათ, რომ არ იყენებთ, დამატებით ელექტროენერგიას ხარჯავს.

ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორის, თემურ ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ტექნიკის ხარჯი, რომელსაც არ იყენებთ, მაგრამ კვების წყაროში მუდმივად ჩართულია, საათში 3-5 ვტ-ია.

"მეტ-ნაკლებად "ტექნოლოგიურ ოჯახში", კვების წყაროში დაახლოებით, 10-15 ნივთია ჩართული, უმეტესი ნაწილი - უფუნქციოდ.

მაგალითად, თუ ტელევიზორს პულტის საშუალებით ვთიშავთ, დენის წყაროში კი ისევ ჩართულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მუშა მდგომარეობაშია და ელექტროენერგიას ხარჯავს,"-აღნიშნავს ის. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს