"ფეისბუქმა" ორი ექაუნთი გააუქმა, რომელიც დაავადებული ბავშვის ცრუ ფოტოს ავრცელებდა

"ფეისბუქმა" ორი ექაუნთი გააუქმა, რომელიც დაავადებული ბავშვის ცრუ ფოტოს ავრცელებდა

”ფეისბუქმა” ორი ექაუნთი გააუქმა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისი შემქმნელები იყენებდნენ "სიმსივნით დაავადებული" ბავშვის ფოტოს მისი სამკურნალო ფულის მოსაგროვებლად. ფოტოები შარშან გადაიღეს, როდესაც ბიჭი წითელას მწვავე ფორმით იყო ავად. ახლა ბავშვი სრულებით ჯანმრთელია.

სოციალურ ქსელს ტექნიკური მხარდაჭერისთვის ბავშვის დედამ მიმართა, რომელმაც ფოტოზე საკუთარი შვილი ამოიცნო. ბავშვის ფოტოთი განთავსებულ პოსტებში ნათქვამი იყო, რომ მისი ოპერაციისთვის ფული იყო საჭირო, "ფეისბუქი" კი ლაიქზე, გაზიარებაზე და კომენტარზე ფულს რიცხავდა. შედეგად, პოსტი 1 200 000-მა კაცმა გააზიარა, ათეულობით ათასმა კი მოიწონა და კომენტარი დაურთო.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს