ბეჭდები და მისი საიდუმლოება - რომელ თითზე უნდა გავიკეთოთ ესა თუ ის ბეჭედი?

ბეჭდები და მისი საიდუმლოება - რომელ თითზე უნდა გავიკეთოთ ესა თუ ის ბეჭედი?

სამკაული ყველა ქალს უყვარს, მაგრამ ყველამ როდი იცის, ესა თუ ის ბეჭედი რომელ თითზე უნდა გაიკეთოს. არსებობს მოსაზრება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

ცერი

დაკავშირებულია თავთან, კისერსა და ხერხემალთან. კარგია, თუ ამ თითზე გაიკეთებთ ალმასის თვლებით შემკულ ვერცხლის ან თეთრი ოქროს ბეჭედს.

საჩვენებელი თითი

მასზე უნდა გაიკეთოთ საფირონის, ოპალის (ბიოენერგეტიკოსების აზრით, ოპალი ნათესაური კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს) და აკვამარინისთვლიანი (აკვამარინი მეზღვაურთა ქვად მიიჩნევა) ბეჭედი.

შუა თითი

მასზე უნდა მოირგოთ ვერცხლის ბეჭედი, რომელშიც ჩასმული იქნება იისფერი ან შავი თვალი. თუმცა, მათ ტარებას მხოლოდ საქმიანი შეხვედრების დროს გირჩევთ.

არათითი

იგი დაკავშირებულია გულთან.ამიტომაც, მასზე საქორწინო ბეჭედს ატარებენ.წარმატებისა და სიყვარულის მისაზიდად მასზე წითელთვლიანი ბეჭედი გაიკეთეთ.

ნეკი

ყველაზე პატარა თითი პასუხს აგებს მეტყველებაზე.სასურველია იგი ყვითელ ან მწვანეთვლიანი ბეჭდით შეამკოთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ