ძილის რეჟიმი და სიმსუქნე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია - რატომ სძინავთ გამხდრებს უკეთ?

ძილის რეჟიმი და სიმსუქნე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია - რატომ სძინავთ გამხდრებს უკეთ?

ადამიანს, რომელსაც ჭარბი წონა აქვს, შესაძლოა ძილი დაერღვეს. წონის კლების შემდეგ კი მათ გაცილებით უკეთ სძინავთ, ამბობენ მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც დიაბეტს სწავლობენ.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ როგორ მოქმედებდა წონაში კლება დღის განმავლობაში ძილიანობაზე და ღამით დაძინების სურვილზე. შედეგების მისაღებად 42 კვლევა ჩატარდა. გაირკვა, რომ როდესაც მსუქანი ადამიანები იწყებდნენ წონაში კლებას, შუადღით ძილის სურვილი უჩნდებოდათ. ამ შედეგმა დაადასტურა, რომ წონის კლება და ძილიანობა ერთმანეთთან კავშირშია. რაც უფრო მეტად იკლებს ადამიანი წონაში, მით მეტად უნდება ძილი დღის საათებში. მეცნიერები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა უახლოეს მომავალში მათ საშუალებას მისცემთ, გახდომის ახალი მეთოდი შეიმუშავონ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს