როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?

სარეცხის მანქანის არსებობის უდიდესი მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ის საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მძიმე და მოსაწყენს გვარიდებს თავიდან. თუმცა ცხადია, რომ ის არც თუ ისე ხელმისაწვდომი ტექნიკაა, რომელსაც საგანგებო მოვლა და მოფრთხილება ჭირდება. იმისათვის, რომ ის მწყობრიდან არ გამოვიდეს, პერიოდული წმენდვა ჭირდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია რეგიონებსა და რაიონებში მაცხოვრებლებისთვის, იქ, სადაც მძიმე და ხისტი წყალია, რომელსაც ადვილად შეუძლია დააზიანოს სარეცხი მანქანა მიუხედავად მასში არსებული ფილტრისა.

მასშტაბური ქიმიური დანამატები, რომლებიც რეგულარულად ჩნდება ტელევიზიით, წმენდს სარეცხის მანქანის ფილტრსა და ე.წ. "სპირალს", თუმცა არაა ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებელისთვის და ზოგ შემთხვევაში არ შველის უკვე გაფუჭებლ საქმეს, წარმოსადგენად კი ძალიან ძნელია სარეცხის მანქანაში გარეცხილი თქვენი შვილის ტანსაცმელზე როგორ გადადის უხილავად ნადები და სოკოს გამომწვევი მრავალი ბაქტერია. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ნადებისა და ზოგადად მიკრობებისგან გაწმენდვის ერთ მეტად მარტივ ხერხს.

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?

ამ მეტად უსაფრთხო და მარტივი გზის მეშვეობით, თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სარეცხის მანქანის გაფუჭებაზე ფიქრს. უბრალოდ ნებისმსიერ სურსათში შეიძინეთ ლიმონმჟავა, რომლის 60 გრამს გამოიყენებთ 4 კგ-იან სარეცხის მანქანაზე, ხოლო 6 კილოგრამიან მანქანაზე კი 100 გრამს. ჩაყარეთ ლიმონმჟავას ფხვნილი სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ უჯრაში და ჩართეთ მანქანა მაღალ ტემპერატურაზე- ბამბეულის რეცხვის რეჟიმზე.

ადვილად რომ წარმოიდგინოთ თუ როგორ სუფთავდება ამ დროს თქვენი სარეცხის მანქანა, აიღეთ ჩაიდანი, სადაც წარმოქმნილია ნადები, ჩაყარეთ 1.5 კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი, დაასხით წყალი და წამოადუღეთ, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს