"თამამად კონცენტრირდით ოცნებების ასრულებაზე" - რას წერს ასტროლოგი 26 თებერვალს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ

"თამამად კონცენტრირდით ოცნებების ასრულებაზე" - რას წერს ასტროლოგი 26 თებერვალს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ გვაფრთხილებს და რეკომენდაციებს გვაძლევს:

"26 თებერვალს მზის დაბნელებაა!

მზის დაბნელება 26 თებერვალს, თევზების მე-8 გრადუსზე ხდება. დაბნელება იწყება თბილისის დროით 17:15 წუთზე, პიკს აღწევს 18:58 წუთზე, სრულდება 21:35 წ.

დაბნელება საქართველოში არ გამოჩნდება, მისი ხილვა შეეძლებათ მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში.

დაბნელება ხდება თევზების ნიშანში.

დაბნელების ასტროგანმსაზღვრელი სპირიტუალობის მმართველი პლანეტა ნეპტუნია.

დაბნელების თემებია - სულიერება, ქველმოქმედება და მსახურება.

ეს მზის დაბნელება მეტწილად დადებითი ტენდენციებით იქნება გამორჩეული. მას არ ახლავს უკიდურესად უარყოფითი მოვლენები, ისეთები, როგორც 11 თებერვლის მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას ჰქონდა.

როგორც ახალ მთვარეობა, ისე მზის დაბნელება არის ძველი ციკლის დასასრულის და ახლის დაწყების სიმბოლო.

ვინაიდან დაბნელება თევზების ზონაში ხდება და ამასთან, ამჟამად ნეპტუნიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს გადის - ეს იძლევა საშუალებას თამამად კონცენტრირდეთ ოცნებების ასრულებაზე, ეცადოთ მათი განხორციელება და ისეთი მომავლის შექმნა, რომელიც აქამდე ოცნებებშიც კი ვერ წარმოგედგინათ. (ცხადია, იგულისხმება პოზიტიური ხასიათის ოცნებები, რომლებიც არ არიან მიმართულნი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების საზიანოდ).

ამ დაბნელების დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგვცემენ გავიმყაროთ სასარგებლო ურთიერთობები და ჩამოვიცილოთ ყველაფერი ძველი, დრომოჭული, ასევე ის ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ხელს გვიშლიან წინსვლაში, განვითარებაში, ან ემოციურად გვაზარალებენ. შეგიძლიათ დაუნანებლად წარსულს ჩააბაროთ ყველა ის მავნე ჩვევა თუ მისწრაფება, რომელიც არ გაძლევთ მიზნების განხორციელების, წინსვლის საშუალებას.

ასტროლოგიური თვალსაზრისით მზისა და მთვარის შეერთება საშუალებას იძლევა წინ წამოვწიოთ საკუთარი გეგმები, მიზნები, ოცნებები, დავგეგმოთ განხორციელების გზები (ამ მიზნისთვის მთვარის პირველი დღეა განსაკუთრებით სასიკეთო) და მთვარის მე-4 დღიდან დავიწყოთ მათი განხორციელება.

ეს დაბნელება განსაკუთრებით გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბადებულები არიან თევზების ზოდიაქოს პირველ დეკადაში (1-დან 10 გრადუსამდე, ანუ 21 თებერვლიდან 3 მარტამდე). მათ მით უფრო მოუწევთ საკუთარი ქცევების, შეხედულებების, მსოფლმხედველობის გადახედვა, ძველი ცუდი ჩვევების დავიწყება და ახალი გეგმების დასახვა, რეალური ნაბიჯების გადადგმა, პასუხისმგებლობების აღება და ბრძოლა.

დაბნელების ტენდენციები აგრეთვე მუტაბელური ჯვრის ნიშნებზე - ქალწულის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებზეც აისახება, რომლებიც პირველ დეკადაში დაიბადნენ (1-10 გრადუსის ჩათვლით), ან იმ ადამიანებზე, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ ამ გრადუსებზე.

ნეპტუნი არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ ფიზიკურ მოცემულობაზე ამაღლება. ნეპტუნი, გარდა ოცნებების, ღრმა სპირიტუალური წიაღსვლებისა და ვენერის უმაღლესი ოქტავისა, საზღვრების გარღვევაცაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პიზიტიურ მხარეებს, არამედ ნეგატიურსაც, რაც გამოიხატება ნარკოტიკებსა და სასმელისადმი მიდრეკილებაში, ილუზიებში, ინტრიგებში, გაურკვევლობებსა და ფსიქიკურ დარღვევებში. 26 თებერვლის დაბნელების ტენდენციები სწორედ ამ ნიუანსებზეც მიანიშნებენ.

ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარ ფიზიკურ მოცემულობაზე ამაღლებით საზღვრების გარღვევა არა ნეგატიურად, არამედ სულიერი განვითარებით, ჰუმანურობით, მიტევების უნარითა და შემწყნარებლობით (მაგრამ ეს ყოველივე არა სიბრიყვით!). საერთო ჯამში ეს დაბნელება პოზიტიურია და იძლევა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური განახლების საშუალებას.

26 თებერვალს ნეპტუნი უკვადრატებს სატურნს, რაც გულისხმობს იმას, რომ სატურნი როგორც შემზღუდავი პლანეტა შეამცირებს ნეპტუნის უკიდურესობებს.

ამ დღეს და დაბნელების წინა და შემდგომ 3 დღე მოერიდოთ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ნებისმიერ გამაბრუებელ საშუალებას, ეს ცუდად იმოქმედებს როგოროც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. არავის მისცეთ ცრუ დაპირებები, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ქმედებებზე. ნუ ეცდებით ვინმეს გადააბრალოთ საკუთარი უსუსურობა და უუნარობა. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია!

მზე ნეპტუნის შეერთება კი ზრდის სენსიტიურობას, ინტუიტიურობასა და ემპათიას. კარგი იქნება, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და გასცეთ მეტი სითბო, სიყვარული, გამოიჩინოთ თანაგრძნობა, გაუგოთ საყვარელ ადამიანებს, დაეხმაროთ ემოციური თვალსაზრისით, მისცეთ იმედი, გაამხნევოთ.

კარგი იქნება თუ შეურთდებით რომელიმე საქველმოქმედო საქმიანობას, გამოიჩენთ გულისხმიერებას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. ხოლო სწორად წარმართული სულიერი პრაქტიკები დაგეხმარებათ ფსიქიკური, მენტალური ენერგიების გაწმენდაში.

კარგია ეს პერიიოდი შემოქმედი, კრეატიული ადამიანებისთვის, თუ ვინმეს აქვს წერის, ხატვის, სიმღერის, ცეკვის და სხვა არტისტული უნარები, შეგიძლიათ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ მათ და განავითაროთ.

ამ დღეს კარი იქნება თუ ბუნებაში გასვლას შეძლებთ. ვინაიდან თევზები მაღალ ხელოვნებასთანაც არის კავშირში, კარგი იქნება გამოფენების მონახულება, რაიმე ამაღელვებელი, რომანტიკული ფილმის ნახვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და სხვ.

მთვარე ნეპტუნის შეერთება კი უფრო გაზრდის თქვენს ემოციურ სენსიტიურობას. მზე ნეპტუნის, მთვარე ნეპტუნის, მზე მთვარის შეერთება ამ დაბნელებაზე მოგცემთ შესაძლებლობას ღრმად ჩაიხედოთ არა მხოლოდ თქვენს ქვეცნობიერში, არამედ გააცნობიეროთ საკუთარი ეგოს საზღვრები, პრობლემები, სისუსტეები და ძლიერი მხარეები. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოთ, როგორც თქვენი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც.

ნუ მოწყდებით რეალობას, იყავით გამბედავნი, თანამგრძნობნი, კეთიშლობილური ზრახვებით, გაეცით რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული.

დაბნელების დღეებში საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია, სულიერი პრაქტიკები, მაგრამ ნუ დაკავდებით საეჭვო მაგიური ქმედებებით, ვინაიდან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობასა და ბედზე აისახება ცუდად.

დაბნელების დღეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან.

დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს, აგრესიას.

ტრადიციულად, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი.

შესაძლოა გამწვავდეს მუცლის ღრუსა და კერძოდ ნაწლავების, ინფექციური დაავადებების, ნერვული სისტემის პრობლემები, ამიტომ ვისაც ისედაც გაქვთ მსგავსი მიდრეკილებები, თადარიგი დაიკავეთ

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ამ დაბნელების ტენდეცნიები განსაკუთრებით ძლიერი იქნება მომავალ დაბნელებამდე, რომელიც 2017 წლის 7 აგვისტოს მოხდება.

რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, სიყვარული გაუგზავნეთ არამარტო თქვენს ახლობლებს, არამედ მთელ სამყაროს. ილოცეთ სამყაროში მშვიდობისთვის, სიკეთისა და სიყვარულის ზეობისთვის, არ დაგავიწყდეთ, ნეპტუნი სწორედ სამყაროსეული სიყვარულია და ამასვე მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან!

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ! წარმატებები თქვენ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს