საშიში დიეტები - ეს თქვენს ჯანმრთელობას ვნებს!

საშიში დიეტები - ეს თქვენს ჯანმრთელობას ვნებს!

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში

შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, "სადაც წვრილია, იქ წყდება", ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

ამასთან, როგორც კი ჩვეულ კვებას დაუბრუნდებით, მაინც მოიმატებთ წონას, უარყოფით შედეგებთან ბრძოლა კი დიდხანს მოგიწევთ.

შიმშილობის დროს ძლიერ ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, მცირდება კუნთური მასა;

ნაღვლის ბუშტში გუბდება ნაღვლის წვენი და ჩნდება კენჭების წარმოქმნის საშიშროება;

იწყება ჰორმონული დარღვევები, რომელთაც შეუძლია უნაყოფობის გამოწვევა;

ხანგრძლივი შიმშილობის დროს კი ვითარდება ფსიქიკური დაავადება - ანორექსია.

უმად ჭამა და მონოდიეტები

უმი კვება. უმი, დაუმუშავებელი პროდუქტების მიღება ვეგანობის ყველაზე მკაცრი ვარიანტია.

მათ, ვინც უმი საკვებით - ხილით, ბოსტნეულითა და მწვანილით იკვებება, ვეგანიებს უწოდებენ. ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის ყველა პროდუქტი გამორიცხულია მათი საკვებიდან. რა შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა კვებამ?

ცხოველური ცხიმების დეფიციტი ჰორმონულ დისფუნქციასა და ნერვული სისტემის პრობლემებს იწვევს;  დაუშვებელია უმი, დაუმუშავებელი პროდუქტით ბავშვების კვება, ამან მოზარდის ორგანიზმს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

მონოდიეტები. ამ დიეტების უამრავი ვარიანტი არსებობს: გრეიპფრუტის, ბრინჯის, წიწიბურას, საზამთროსი და ა.შ. ერთი დღით ასეთ დიეტაზე ყოფნა ჯანმრთელობას არ დააზიანებს, ერთი კვირა კი - უკვე საშიშია. მაგალითად, ბრინჯის დიეტამ შეიძლება კუჭის ძლიერი შეკრულობა გამოიწვიოს, წიწიბურასამ - კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხოლო ხაჭოს მონოდიეტამ - კალციუმის ცვლის დარღვევა. გარდა ამისა, წონის მკვეთრ შემცირებას შეიძლება მკვეთრი მატება მოჰყვეს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს