რა დაემართა თქვენს ფეისბუქის აპლიკაციას?

რა დაემართა თქვენს ფეისბუქის აპლიკაციას?

თუ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქმა მობილურის აპლიკაციიდან გამოგაგდოთ, არ შეშინდეთ, თქვენ მარტო არ ხართ. თქვენსავით დაემართა ათასობით ადამიანს. როგორც ინტერნეტმომხმარებლები წერენ, ფეისბუქის აპლიკაციამ მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა, ისინი უბრალოდ გამოყარა პროგრამიდან და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ფეისბუქმომხმარებლების ნაწილი ხედავს უჩვეულო შეტყობინებებს, მაგალითად ფეისბუქი ატყობინებთ, რომ ყველა მათი შეტყობინება წაშლილია, რადგან ისინი სპამია, ან თხოვთ წაშალონ ბოლო აქტივობები ფეიჯიდან.

კიდევ უფრო უარესი კი ისაა, რომ იუზერების ნაწილს აპლიკაცია ატყობინებს, რომ მათი ანგარიში დაბლოკილია და პაროლის შეცვლას ითხოვს. თუ ასეთ შემთხვევაში პაროლს შეცვლით, ანგარიშზე შესვლისას, აუცილებლად ხელახლა შეცვალეთ ის, რომ მომავალში უპრობლემოდ შეძლოთ პირად ანგარიშის გამოყენება.

როგორც საიტი Down Detector იტყობინება, პრობლემა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეექმნათ ფეისბუქმომხმარებლებს. კონკრეტულად კი ევროპისა და აშშ0ს აღმოსავლეთ ნაწილს.

www.independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს