ის, რაც ყველა პატარძალმა უნდა იცოდეს

ის, რაც ყველა პატარძალმა უნდა იცოდეს

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო რჩება ქორწილამდე, რაღაც აუცილებლად დაგავიწყდება. ამიტომ ჟურნალი "კოსმოპოლიტენი" ქორწილის ექსპერტის შედგენილ მნიშვნელოვანი წესების ნუსხას გთავაზობთ.

დრესკოდი

არ მოგერიდოთ სტუმრების გაფრთხილება დრესკოდთან დაკავშირებით. ზოგი პატარძლისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ თეთრი მხოლოდ მას ეცვას. ხშირად თეთრ კაბას სტუმრებიდანაც იცვამს ვინმე, ამიტომ ნუ მოგერიდებათ დრესკოდის გაცხადება.

ფოტოზონა

კრეატიული ფოტოზონები განსაკუთრებულად ართობს სტუმრებს. ამიტომ არ დაინანოთ ხარჯები კარგი ფოტოგრაფის და დეკორაციებისთვის, ფოტოები განცდილი ბედნიერების ვიზუალური შემნახველია, ამიტომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს.

მუსიკა

მუსიკის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. ზოგჯერ საქორწილო სამზადისში მუსიკის არჩევას ბოლოსთვის გადადებენ ხოლმე. არადა, მუსიკა თქვენზე უფრო მეტად იმეტყველებს, ვიდრე საქორწინო კაბა ან დეკორაციები.

ტკბილეულის მაგიდა

ეს ის პუნქტია, რომელიც შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ გეგმიდან. სტუმრები ძირითადად ტრაპეზს ხორციანი კერძებით იწყებენ. პრაქტიკულად ყველა ქორწილში ტკბილეულობის მაგიდა ღონისძიების დასრულებამდე ხელუხლებელი რჩება. ამიტომ თუ ეკონომია გსურთ, ტკბილეულის მაგიდაზე უარის თქმა ოპტიმალური ვარიანტი იქნება.

ახალშეუღლებულების ცეკვა

ბევრი წყვილი პასუხისმგებლობით ეკიდება პირველ ცეკვას და ქორეოგრაფთანაც ემზადება. თუმცა ჯობს რთული ცეკვებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით კი ტანგოსგან. ძირითადად, უცებ ნასწავლი ტანგო სასაცილო სანახაობაა. თან გაითვალისწინეთ როგორი კაბა გეცმევათ და იმის მიხედვით აარჩიეთ ცეკვა, რომ მოძრაობა გიადვილდებოდეთ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს