ვარჯიში, რომლითაც სწორი და ლამაზი ფეხების დაყენებას შეძლებთ

ვარჯიში, რომლითაც სწორი და ლამაზი ფეხების დაყენებას შეძლებთ

ვარჯიშები, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, შემუშავებულია ”ბოდიფლექსის” ტექნოლოგიით, იოგას და პილატესის ელემენტებით. შედეგად, მიიღებთ სწორ რელიეფს და წვრილ ფეხებს.

1. სირბილის შემდეგ შესვენების პოზა

დადექით სწორად, ფეხები - მხრების გასწვრივ. ცოტათი მოხარეთ მუხლები, დაეყრდენით მათ ხელისგულებით, გამობურცეთ მუცელი, იგრძენით დუნდულების დაჭიმვა. ნელა ამოისუნთქეთ პირით, ეცადეთ ფილტვებიდან რაც შეიძლება მეტი ჰაერი გამოდევნოთ. რამდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა და ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, სანამ ფილტვები ჰაერით არ აივსება. გაიმეორეთ იგივე, ყურადღება მიაქციეთ, რომ მუცელი გამობურცული გქონდეთ. ოპტიმალური ციკლია - 10 ამოსუნთქვა და 10 ჩასუნთქვა, შესვენება 30-40 წუთი. თუ მეტის გაკეთებას შეძლებთ, უკეთესია.

2. თოჯინას პოზა

დაჯექით იატაკზე, ფეხები რაც შეიძლება ერთმანეთისგან შორს გაშალეთ. ხელები ზურგს უკან დაილაგეთ და იატაკისგან გადაიწიეთ ისე, რომ თავი წინ გადახაროთ. ფეხის თითები სხეულისკენ გაიშვირეთ. ნელ-ნელა განაგრძეთ წინ გადახრა ისე, რომ წელში გამართული იყოთ. მაქსიმალური შედეგი იქნება, თუ მოახერხებთ მუცლის ფეხებს შუა მოთავსებას. მინიმალური - თუ ხელებით მუხლებამდე გადაიწევით ისე, რომ წელში არ მოიხაროთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით.

3. ღრმა დახრა

დადექით სწორად, ფეხები განზე გაშალეთ. გადაიხარეთ წინ, სადამდეც შეძლებთ, მაგრამ მუხლები არ მოხაროთ. ეცადეთ, რომ ხელის გულები ტერფამდე მიიტანოთ ისე, რომ ფეხები არ მოხაროთ.

4. აკრობატის პოზა

დაწექით ზურგზე, ერთი ფეხი ვერტიკალურად აწიეთ ზევით. ნელა დაუშვით ფეხი თავისკენ, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზას. ახლა მეორე ფეხით გაიმეორეთ იგივე. აწევის დროს ჩაისუნთქეთ, უკან დაწევისას ამოისუნთქეთ. აუცილებელია, რომ წელი იატაკზე იყოს მიკრული. ეს მოძრაობა სამჯერ გაიმეორეთ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს