როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი სახლის პირობებში - დიასახლისებმა ეს უნდა იცოდეთ

როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი სახლის პირობებში - დიასახლისებმა ეს უნდა იცოდეთ

უამრავი ხერხი არსებობს ფალსიფიცირებული რძისა და მისი ნაწარმის მიღების, თუმცა საბედნიეროდ, არსებობს ამდენივე ხერხი ასეთი პროდუქტის ამოსაცნობად. PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" 8 უმარტივეს ხერხს გასწავლით მის ამოსაცნობად.

1. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, კარგმა რძემ შენჯღრევისას ქაფი უნდა გაიკეთოს.

2. დაიწვეთეთ რძე ფრჩხილზე. კარგი რძე ფრჩხილზე ბურთის ფორმით უნდა ჩერდებოდეს და მარტივად არ უნდა იღვრებოდეს. წყლით გაზავებული რძის შემთხვევაში, წვეთი არ ჩერდება ფრჩხილზე და მარტივად იღვრება.

3. რძე, ხაჭო მაწონი, არაჟანი და რძის სხვა პროდუქტები თუ სახამებელს შეიცავს, მარტივი ამოსაცნობია. როდესაც ამ პროდუქციას შეიძენთ, მასზე აუცილებლად დააწვეთეთ იოდის რამდენიმე წვეთი, თუ პროდუქტზე იოდის ფერი უცვლელი დარჩა, ესე იგი პროდუქტი ხარისხიანია. თუ პროდუქტი გალურჯდა, ესე იგი მასში ძალიან ბევრი სახამებელია.

4. ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ ვადის გახანგრძლივების მიზნით რძეში დამატებულია თუ არა სოდა, ამისთვის როგორც ძმარი, ასევე ლიმონი გამოგადგებათ. ლიმონი უნდა ჩაამატოთ რძეში, თუ მასში დამატებულია სოდა, ის აუცილებლად აქაფდება...განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს