დაათვალიერეთ ტრამპების ზამთრის სასახლე - 200 მილიონად შეფასებული "ოქროს საოცრება" მილიარდერების უბანში

დაათვალიერეთ ტრამპების ზამთრის სასახლე - 200 მილიონად შეფასებული "ოქროს საოცრება" მილიარდერების უბანში

1900 კვადრატული მეტრის მისაღები დარბაზი, რომელიც 7 მილიონის ღირებულების ოქროს ფირფიტებითაა გაფორმებული, უძველესი ინგლისური მუხით მოპირკეთებული ბიბლიოთეკა უიშვიათესი წიგნებით - ეს იმ ფუფუნებათა ნაწილია, რომელიც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს ვილას ამშვენებს.

ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მილიარდერების უბანში ტრამპების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. 80-იანი წლების დასაწყისში, ტრამპმა კომპლექსის მშენებლობას 10 მილიონი დოლარი დაახარჯა. სახლში არის 58 საძინებელი, 33 სააბაზანო, 12 ბუხარი და 3 საიდუმლო გასასვლელი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

უზარმაზარი მისაღები 12 მეტრი სიმაღლისაა და მას სასახლის "ოქროს საოცრება" ჰქვია, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, კედლები და ჭერი ოქროს ფირფიტებითაა მოპირკეთებული.

მარ-ა-ლაგოს კომპლექსში შედის, როგორც ტრამპების სასახლე ისე მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი ვიპ-სტუმრებისთვის. მარ-ა-ლაგოს კლუბში მოხვედრის მსურველს 200 00 დოლარის გადახდა მოუწევს - სხვათაშორის, თანხა მას შემდეგ გაორმაგდა, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა.

მარ-ა-ლაგოს უკვე უწოდეს "სამხრეთის თეთრი სახლი", რადგან აქ ტრამპი თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიფრინავს რომ საქმე და დასვენება ერთმანეთს შეუთავსოს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს