როგორი გამოხმაურება მოჰყვა ემიგრანტი გოგოს გზავნილს - "ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა"

როგორი გამოხმაურება მოჰყვა ემიგრანტი გოგოს გზავნილს - "ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა"

"გზის" #7-ში და­ი­ბეჭ­და ემიგ­რან­ტი გო­გო­ნას წე­რი­ლი, სა­თა­უ­რით: "ტი­რან­მა დე­დამ მე­ძა­ვად მაქ­ცი­ა", რო­მელ­საც უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. წე­რი­ლის ავ­ტორს ბევ­რი ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ მას სურს, სა­კუ­თა­რი ავ­ხორ­ცო­ბა მშობ­ლებს გა­და­აბ­რა­ლოს. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მკითხ­ვე­ლის მე­სიჯს, რომ­ლე­ბიც რჩე­ვა-და­რი­გე­ბას არ იშუ­რე­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შორს მყო­ფი ახალ­გაზ­რ­და დე­დის­თ­ვის.

წე­რი­ლე­ბის სტი­ლი და­ცუ­ლია:

სა­ლო­მე, 32 წლის:

"და რა უნ­დო­და ამ გო­გოს, რომ ეთ­ქ­ვა? მი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გულს ვე­რა­ვის აუჩუ­ყებს. თუმ­ცა, რაც მარ­თა­ლია, მარ­თა­ლია: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ ვა­ჟე­ბის კულ­ტია. გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დე­ბი ცდი­ლო­ბენ, ვა­ჟებს არა­ფე­რი მო­აკ­ლონ და ნარ­ჩე­ნებს ქა­ლიშ­ვი­ლებს უყ­რი­ან. მეც ასეთ "ტრა­დი­ცი­ულ" ოჯახ­ში ვიზ­რ­დე­ბო­დი, გუ­ლით ბოღ­მა­საც ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ამის გა­მო სუ­ლით არ დავ­ცე­მულ­ვარ და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია. ადა­მი­ან­მა სწო­რად უნ­და იცხოვ­როს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვი­სი თა­ვის­თ­ვის!"

ლა­ლი, სო­ხუ­მი­დან:

"დე­და არ მე­ზიზღე­ბა, მაგ­რამ ვი­ცი, მას აუცი­ლებ­ლად დას­ჯის უფა­ლი. ყვე­ლა ჩე­მი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ის არის!" _ შენ გგო­ნია, ეს სიტყ­ვე­ბი გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლებს შენს წე­რილს? არა მგო­ნია, ჭკუ­ათა­მ­ყო­ფელ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­ჯე­როს, რომ წმინ­და სუ­ლი გაქვს და შენ მი­ერ გავ­ლი­ლი გზა, შე­ნი შეც­დო­მე­ბი უნე­ბუ­რად არის დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩე­მი აზ­რით, შენ საზღ­ვარ­გა­რეთ წახ­ვე­დი იმის­თ­ვის, რომ იქ თა­ვი­სუფ­ლად გე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­საც აქ ვერ აკე­თებ­დი, რად­გან მშობ­ლე­ბი გა­კონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ. აშ­კა­რაა, დედ-მა­მა მკაც­რად გექ­ცე­ო­და იმი­ტომ, რომ მო­ე­თო­კათ შე­ნი ვნე­ბე­ბი, რა­თა შენ გა­მო, შე­ნი ძმაც არ დას­ჯი­ლი­ყო. მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, შე­ნი სა­ხე­ლი გა­და­ერ­ჩი­ნათ სირ­ცხ­ვი­ლის­გან, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ.

ცხა­დია, არ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, ბავ­შ­ვით ხელ­ში რომ დაბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. აბა, ეს რო­მელ ქარ­თ­ველ მა­მას ან დე­დას მო­ე­წო­ნე­ბა? ჩვენ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვართ და "თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის" სტილს ვერ ვე­გუ­ე­ბით. ჩვენ­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სულ სხვა რა­მეა, ეს სუ­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, ხო­ლო "შენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას" გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა ჰქვია.

წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს