10 პროდუქტი, რომელიც გაზაფხულზე მენიუში აუცილებლად უნდა შეიტანოთ

10 პროდუქტი, რომელიც გაზაფხულზე მენიუში აუცილებლად უნდა შეიტანოთ

გაზაფხული დგება. ახალ სეზონს ახალი ენერგიით უნდა შეხვდეთ, ამისთვის კი საჭიროა კარგად იკვებოთ, რომ თავი მხნედ, ლამაზად და კომფორტულად იგრძნოთ. გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც გაზაფხულზე აუცილებლად უნდა შეიტანოთ საკვებ რაციონში. წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს და მათ სასარგებლო თვისებებს.

ნიგოზი

კარგია ხასიათის გამოსაკეთებლად. ნიგოზი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც წარმოქმნის სეროტონინს, იგივე ბედნიერების ჰორმონს. შესაბამისად ნიგოზი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სატაცური

კარგია განწყობის ასამაღლებლად. სატაცური ერთ-ერთი საუკეთესო ბოსტნეულია ფოლატის და ბ ვიტამინის შემცველობით. ფოლატი მნიშვნელოვანია ნეიროტრანსმიტერების, დოპამინის, სეროტონინის და ნორეპინეფრინის სინთეზისათვის.

ახალი ნიორი (მწვანე)

კარგია წონაში კლებისთვის. ახალი ნიორი დაგეხმარებათ ცხიმის წვის გაუმჯობესებაში.

პარკოსანი მცენარეები

კარგია წონაში კლებისთვის. ლობიოში შემავალი ცილა ტვინის ცენტრს დანაყრების სიგნალს უგზავნის.

ისპანახი

კარგია ენერგიისათვის. ისპანახი რკინის საბადოა, რაც სისხლისთვის აუცილებელია და კუნთებს ენერგიით ამარაგებს.

არტიშოკი

კარგია ენერგიისთვის. თუ კიბეებზე სიარული გღლით, გადადით ფოთლოვან ბოსტნეულზე. მასში უხვადაა მაგნეზიუმი, რაც ენერგიის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ორაგული

კარგია კანისთვის. თუ გსურთ ნაოჭების გაჩენა მაქსიმალურად გადაავადოთ, მიეძალეთ ორაგულს, მასში დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს.

მარწყვი

კარგია კანისთვის. მარწყვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეხმარება კანს დაზიანების აღდგენაში, სიმშრალის აღმოფხვრაში.

კვერცხი

კარგია მეხსიერებისთვის. კვერცხის გული სავსეა ქოლინით, რომელიც მეხსიერებისთვის აუცილებელი ნივთიერებაა.

მოცვი

კარგია მეხსიერებისთვის. მიირთვით მოცვი რეგულარულად და ტვინს ძალიან დიდ საქმეს გაუწევთ. მათ, ვისაც მიდრეკილება აქვთ ასაკობრივი მეხსიერების დაქვეითების, ყოველდღიურად უნდა მიიღონ მოცვი.

მომზადებულია health.com-ს მიხედვით

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს