რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!

რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!

პლასტმასის ჭურჭელი, იაფი და მოსახერხებელია. ის არ ტყდება, მსუბუქია და ერთჯერადი ჭურჭლის შემთხვევაში, მას არ ჭირდება გარეცხვა და ზედმეტი შრომა. თუმცა, ნივთები, რომლებიც ერთი შეხედვით ცხოვრებას გიმარტივებთ, შეიძლება მეტად სახიფათო აღმოჩნდეს თქვენთვის.

რომელი პლასტმასის ჭურჭელი არ არის საზიანო? რა უნდა ვიცოდეთ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებისას? უნდა ვსვამდეთ თუ არა სითხეებს პლასტმასის ბოთლებიდან? როგორი ჭიქით არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელის დალევა? რომელია ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში პლასტმასი, რომელიც უამრავ გართულებას, უშვილობას, ციროზს და ბევრ სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას იწვევს - ამ კითხვებზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გიპასუხებთ.

პოლისტიროლი

ერთჯერადი თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი, კოვზები, მოსახერხებელია, ლაშქრობების, ექსკურსიების და პიკნიკების დროს. გამოიყენება ფურშეტებზე და ყველაზე ხშირად ოფისებში. თითქმის ყველა დაწესებულებაში ნახავთ წყლის დისპენსერს ცივი და ცხელი წყლის რეჟიმით და ერთჯერადი ჭიქებით. ძირითადად ასეთი ჭურჭელი პოლისტიროლისგანაა დამზადებული, რომლის ნიშანიც ჭურჭელის ეტიკეტზე უნდა ეწეროს, ან თავად ჭურჭელზე იყოს ასეთი ნიშანი ამოტვიფრული.

ერთჯერადი ჭურჭელი პოლისტიროლის აღმნიშვნელი ნიშნით მხოლოდ ცივი საკვებისთვის უნდა გამოიყენოთ, მასში ცხელი წყლის, ან ან ცხელი საკვების მოთავსება კატეგორიულად არ შეიძლება, ასევე არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის ხელახლა. ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად! პოლისტიროლის ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელში 15 წუთის გაჩერების შემთხვევაში დადნება და ვერ გაუძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას, თუმცა იმისთვის რომ ეს ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს, მასზე თბილი წყლის, ან თბილი საკვების მოხვედრაც საკმარისია.

გაიგეთ მეტი პლასტმასის ჭურჭლის შესახებ გადაცემაში "არცოდნა აკრძალულია"

პოლიპროპილენი

განსხვავებულია პოლიპროპილენის ერთჯერადი ჭურჭელი, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას და არც ტოქსიურ ნივთიერებებს გამოყოფს გაცხელებისას. პოლიპროპილენის ჭურჭელი არ ტყდება, ის ელასტიურია და უძლებს + 120 გრადუს ტემპერატურას.

პოლიპროპილენი, ყველაზე უსაფრთხო პლასტმასის ჭურჭელია. ის დასაშვებია, როგორც ცივი, ასევე ცხელი საკვების გამოყენებისთვის. პოლიპროპილენით ყველაზე ხშირად ამზადებენ ერთჯერად ჭურჭელს, ასევე კონტეინერებს, რომელიც სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად კარგი თვისებებისა, პოლიპროპილენის ჭურჭლის გამოყენებისას არსებობს აუცილებლად გასათვალისწინებელი ინსტრუქცია. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ასეთი ჭურჭლიდან ალკოჰოლური სასმელი - ალკოჰოლი რეაქციაში შედის ჭურჭლის შემადგენლობასთან და იწყებს ისეთი ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფას, როგორის ფენოლი და ფორმალდეჰიდია.

ასევე გაითვალისწინეთ, ალკოჰოლის გარდა, პოლიპროპილენის ჭურჭელში არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ცხიმიანი და მჟავე საჭმელი, ან მოათავსეთ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს მანამდე ფოლგაში მჭიდროდ გაახვევთ.

პოლიეთილენი და პოლივინილქლორიდი

წყალი, გაზიანი სასმელები, წვენები, ლუდი, რძე, არაჟანი, მაწონი, იოგურტები, ზეთი და კიდევ უამრავი სასურსათო პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დახლებზე პლასტმასის ჭურჭელში გვხვდება. რა უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში? ძირითადად ასეთი ჭურჭელი პოლიეთილენისგან, ან პოლივინილქლორიდისგან მზადდება. ამ მასალისგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენების მაქსიმალური ვადა 1 წელია, ამიტომ თუ პროდუქტი, რომელიც ჭურჭელშია მოთავსებული ვადა ერთ წელზე მეტი აწერია და მისი გამოშვებიდან 1 წელზე მეტია გასული, არ შეიძინოთ, რადგან შეიძლება თავად პროდუქტი ვადიანი იყოს, მაგრამ ჭურჭელი, რომელშიც ის არის მოთავსებული, ვადაგასულია და ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფა უკვე დაწყებული აქვს.

თუ ასეთ ჭურჭელში ალკოჰოლური სასმელია, მისი გამოყენების ვადა მცირდება და ასეთი პროდუქტი, მხოლოდ გამოშვებიდან 3 თვის განმავლობაშია უსაფრთხო. გარდა ამისა, იცოდეთ!!!!! ასეთი ჭურჭელი უვნებელია, თუ ის არასდროს მოხვედრილა სითბოში, მაგ.წყალი, რომელიც წყურვილს გვიკლავს და გვაგრილებს განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება საშიში აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუ მანამდე არ დალევთ, სანამ ბოთლს მზის სხივები გაათბობს. არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ ბოთლი თბილ, ან ცხელ წყალში გათბობის მიზნით და მითუმეტეს, არ მისცეთ ასეთი წყალი ბავშვებს.

კიდევ ერთი მეთოდი ასეთი ბოთლის, ან სხვა პლასტმასის ჭურჭლის ხარისხის შესამოწმებლად. გადაკეცეთ ჭურჭელი, თუ მისი გასწორების შემთხვევაში, გადაკეცილი  ადგილი იგივე ფერის დარჩა, ჭურჭელი კარგია. ჯანმრთელობისთვის საშიში პლასტმასი, გასწორების შემთხვევაში ფერს შეიცვლის და გადაკეცვის ადგილზე პატარა ბზარებს გაიჩენს.

არ შეიძინოთ პლასტმასის ჭურჭელი, თუ მას წარწერა არ აქვს - კიდევ ერთი რჩევა, რომელიც პლასტმასის ჭურჭელს ეხება. ხშირად გვხვდება ჭურჭელი, რომელიც იაფია, ლამაზია და მოსახერხებელი ფორმა აქვს. ასეთ ჭურჭელს ძირითადად არაფერი აწერია. იცოდეთ, არ შეიძინოთ ის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მასში არსებული მალამინი თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ყველაზე საშიში პლასტმასის ჭურჭელი ბიფენოლ A-ს (BPA) შეიცავს. ყველაზე ხშირად BPA-ს ჩვილების ბოთლების დასამზადებლად იყენებენ, ასევე ეს საშიში ნივთიერება ბავშვის ჭურჭლის შემადგენლობაში გამოიყენება. BPA-ს პოლიკარბონატის ჭურჭელს გამძლეობისთვის უმატებენ, ამიტომ შეიძლება თქვენს მიერ ნაყიდი ასეთი ჭურჭელი დიდხანს გამოგადგეთ, მაგრამ ის თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს ნივთიერება არის ქალის ჰორმონის - ესტროგენების ხელოვნური ანალოგი. შესაბამისად ორგანიზმში მისი მოხვედრა საგანგაშოა: იწვევს უშვილობას, ღვიძლის ცეროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, კუჭნაწლავის პრობლემებს და ონკოლოგიურ დაავადებებს.

სწორედ ასეთი საშიში მოქმედების გამო, BPA უკვე დიდი ხანია კანონით აკრძალულია აშშ-ში, კანადაში, დანიასა და 2015 წლიდან უკვე საფრანგეთშიც. თუ ჭურჭელი BPA-ს არ შეიცავს, მასზე უნდა ეწეროს BPA FREE, თუ ასეთი წარწერა ვერ აღმოაჩინეთ და არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ ნაყიდი საბავშვო ჭურჭელი ბიფენოლ A-ს არ შეიცავს, იცოდეთ!! არავითარ შემთხვევაში არ გამოხარშოთ ის, არ ჩაასხათ მასში ცხელი საკვები, არ გარეცხოთ ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ კარგი საბავშვო ჭურჭელი ვერ ეღირება ძალიან იაფი, იცოდეთ ჭურჭლის ყიდვისას გაკეთებული ეკონომია, შეიძლება შემდგომში ძვირი დაგიჯდეთ.

იხილეთ დაწვრილებით "არცოდნა აკრძალულია"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს