"მოსალოდნელია ისეთი გაუგებრობები, როგორიც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა" - ასტროლოგების პროგნოზი უახლოეს დღეებთან დაკავშირებით

"მოსალოდნელია ისეთი გაუგებრობები, როგორიც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა" - ასტროლოგების პროგნოზი უახლოეს დღეებთან დაკავშირებით

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"საკმაოდ დაძაბული თებერვლის შემდეგ მარტის დასაწყისი ბევრად უფრო პოზიტიური გვექნება. ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო ამ კვირაში მზის, მერკურისა და ნეპტუნის შეერთებაა, რომელმაც შესაძლოა სწორედ იმდაგვარი გაუგებრობები გამოიწვიოს, როგორიც ეს ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა...

4-7 მარტს მთელი ძალით იმუშავებს მარსისა და სატურნის ტრინი, განსაკუთრებულად კარ ზეგავლენას ეს ასპექტი ვერძებზე და მშვილდოსნებზე მოახდენს. ასევე მათზე ვისაც პირად რუკაში ამ ნიშნების ბოლო გრადუსები აქტიური აქვთ. მათთვისაც და ზოგადად დანარჩენი საზოგადოებისთვისაც ეს პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება ისეთი აქტივობებისათვის, რომელიც მიმართული იქნება თქვენი ავტორიტეტის გაზრდაზე, მითუმეტეს თუ ამ მხრივ აქამდე თავს შეზღუდულად გრძნობდით. ასევე კარგი დროა უძრავი ქონების შეძენისათვის, ოღონდ მათთვის, ვისაც პირად რუკაში ვენერა რეტროგრადული ჰყავს.

3 მარტიდან მზისა და პლუტონის სექსტილი მოქმედებს, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი 6-7 მარტს იქნება, თუმცა მისი ზეგავლენა თვის 10 რიცხვამდე ჯერ ისევ საგრძნობი იქნება შემდეგ დაიკლებს და 15-ში საბოლოოდ ამოწურავს თავს. ეს ასპექტი მოიტანს შესაძლებლობას წარმატებით გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც ეხება მემკვიდრეობას, ალიმენტს, საგადასახადო და სადაზღვევო თემებს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გააკეთოთ მნიშვნელოვანი ვიზიტები. განსაკუთრებით კი თუ თქვენ თევზების ან თხისრქის ნიშნით დაიბადეთ, ან ეს ზოდიაქოები პირად რუკაში აქცენტირებული გაქვთ. ასევე კარგი პერიოდია პირად ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებების შესატანად.

7 მარტიდან სატურნი ურანის ტრინიც იწყებს მუშაობას, თუმცა მისი იმპულსები დასაწყისში რა თქმა უნდა ისე ძლიერი არ იქნება, მაგრამ გარკვეულ დონეზე ალბათ მაინც შევიგრძნობთ. მითუმეტეს ვერძის შუა დეკადაში და მშვილდოსნის ბოლო დღეებზე დაბადებული ადამიანები. ენერგიის მოზღვავება, ორიგინალური შემოქმედებითი იდეები, საინტერესო და უჩვეულო ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობები... ეს და სხვა პოზიტიური ცვლილებები წამოვა უკვე მომავალი სამშაბათიდან და კიდევ უფრო გააძლიერებს საერთო პოზიტიურ ფონს, რაც აშკარად გვჭირდება დაძაბული თებერვლის შემდეგ.

თუ შევაჯამებთ მომდევნო 7 დღის სურათს, როგორც ჩანს უნდა პოზიტიურ ძვრებს ველოდეთ. ყველზე მეტად, როგორც ითქვა, მშვილდოსნებს, ვერძებს, თევზებს და თხისრქებს უმართლებთ. საინტერესოა რომ თითქმის ყველა ეს ნიშანი ზამთრის პერიოდს მიეკუთვნება... თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა...", - წერს ნოელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს