მუსიკის მოსმენისას "ჟრუანტელი გივლით"? - გაიგეთ, რა უნიკალური ახსნა მოუძებნეს ამას მეცნიერებმა

მუსიკის მოსმენისას "ჟრუანტელი გივლით"? - გაიგეთ, რა უნიკალური ახსნა მოუძებნეს ამას მეცნიერებმა

ემოციური მუსიკის მოსმენისას სხეულში ჟრუანტელი გვივლის, თუმცა ზოგს ეს შეგრძნება მაშინ ეუფლება, როდესაც ლამაზ ნახატს ან ფილმის სცენას უყურებს ან ფიზიკური კონტაქტი აქვს ადამიანთან.

კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანების ორი-მესამედი მუდმივად განიცდის ჟრუანტელის შეგრძნებას. თუ ადამიანი კოგნიტურად იქნებოდა მუსიკაში ჩართული, მას მოსმენილი ჟრუანტელს მოგვრიდა. ამ მოვლენის შესამოწმებლად ადამიანებს ასმენინებდნენ სხვადასხვა შემსრულებლის მუსიკას, დაწყებული ჰანს ციმერით, დამთავრებული შოპენით და მათი კანის მგრძნობელობას სპეციალური მანქანით ზომავდნენ. ყველა ნაწარმოებში მინიმუმ ერთი ამაღელვებელი მომენტი იყო. ისინი, ვისაც ჟრუანტელი უვლიდა, პერსონალურად უფრო ღია იყვნენ ახალი გამოცდილებისთვის.

"კვლევებმა გვიჩვენა, რომ ის ადამიანები, ვისაც მუსიკის მოსმენისას ჟრუანტელი უვლიდა, უფრო აქტიური წარმოსახვის უნარს ფლობდნენ, მეტად აფასებდნენ სილამაზეს და ბუნებას, ეძებდნენ ახალ გამოცდილებებს" - ნათქვამია კვლევის დასკვნაში. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც მუსიკას ინტელექტუალურ დონეზე უსმენენ, უფრო ხშირად განიცდიან მონასმენისგან ჟრუანტელს, ვიდრე სხვები.

მომზადებულია mysticalraven.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს