რა უნდა ქნათ, რომ ნაბახუსევმა არ დაგტანჯოთ

რა უნდა ქნათ, რომ ნაბახუსევმა არ დაგტანჯოთ

გთავაზობთ ექსპერტთა რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აირიდოთ თავიდან ნაბახუსევი.

ნაბახუსევზე მიირთვით კვერცხი

კვერცხში უხვადაა ცისტეინი, რაც დაგეხმარებათ თავის ტკივილისგან გათავისუფლებაში. საერთოდ, ჯობს ნაბახუსევზე დიდი ულუფებისგან თავი შეიკავოთ. უმჯობესია დილა კარგად შებრაწული ომლეტით დაიწყოთ.

სმის პროცესში კარგად მიირთვით

არ აქვს მნიშვნელობა, რესტორანში სვამთ, ბარში თუ მეგობრის სახლში, სმის პროცესში კარგად უნდა დანაყრდეთ, რადგან ალკოჰოლის მეტაბოლიზმი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ჭამთ. თუ სალათი ან დაბალკალორიული საკვები მიირთვით, სასმელი მეტად მოგეკიდებათ და მეორე დღესაც უფრო ცუდად იგრძნობთ თავს. მიირთვით პროტეინის, ცხიმის და ნახშირწყლების უხვად შემცველი პროდუქტები.

დალევის წინა დღეს კარგად დაისვენეთ

თუ წინასწარ გაქვთ დაგეგმილი, მაგალითად, შაბათ საღამოს მეგობრებთან ერთად ალკოჰოლის მიღება, ეცადეთ წინა დღით კარგად გამოიძინოთ და ფიზიკური აქტივობებით ძალიან არ დაიტვირთოთ თავი. დასვენებული ორგანიზმი ბევრი ალკოჰოლისთვის უფრო მეტად იქნება მზად და ადვილად გაუმკლავდება ინტოქსიკაციას.

არ დალიოთ შამპანური

ეცადეთ შამპანურისგან თავი შორს დაიჭიროთ. მისი შუშხუნა ბუშტები ალკოჰოლის რეაქციას აჩქარებს და უფრო მალე გათრობთ. ამის შემდეგ კი განსაკუთრებით მძიმე ნაბახუსევი გექნებათ.

გაზიანი სასმელის მაგივრად ხილის წვენი დალიეთ

თუ არაყს ან ისეთ ალკოჰოლურ სასმელს სვამთ, რომელსაც გაზავება ჭირდება, გაზიანი სასმელები გვერდით გადადეთ და ხილის წვენები სვით. იმის გამო, რომ ასეთი წვენები დამატებით ვიტამინებს შეიცავს, ყოველთვის უმჯობესია მათი მიღება, ვიდრე მხოლოდ ქიმიკატების შემცველი გაზიანი სასმელების.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს