"შეძ­ლე­ბულ კაცს მის­ცეს უმან­კო ბავ­შ­ვი ცო­ლად"

"შეძ­ლე­ბულ კაცს მის­ცეს უმან­კო ბავ­შ­ვი ცო­ლად"

ახა­ლი წლის დღე­ებ­ში წე­რი­ლი მომ­წე­რეს, რომ­ლის ავ­ტო­რიც სევ­დი­ან ამ­ბავს იხ­სე­ნებს და სა­დარ­დე­ბელს გვი­ზი­ა­რებს. 65 წლის ბა­ტონ თე­მურს იმე­დი აქვს, რომ ჟურ­ნალ "გზის" მკითხ­ვე­ლე­ბი მას სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბით და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ტკი­ვი­ლი ცო­ტა­თი მა­ინც რომ შე­უმ­სუ­ბუქ­დეს.

წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:

"სა­ო­ცარ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, და­უ­ჯე­რებ­ლა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტია, ეს ამ­ბა­ვი პი­რა­დად შე­მემ­თხ­ვა. ღმერ­თო, რა არ ხდე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ვზი­ვარ მარ­ტო და თვა­ლე­ბი ცრემ­ლით მაქვს სავ­სე. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ ამ­ბის აუღელ­ვებ­ლად მო­ყო­ლა, მაგ­რამ გა­ჩუ­მე­ბაც არ შე­მიძ­ლია. ვი­ღა­ცას უნ­და მო­ვუყ­ვე, ვი­ღა­ცას უნ­და გა­ვუ­ზი­ა­რო ჩე­მი დარ­დე­ბი და ვთხო­ვო ხალხს რჩე­ვა. მინ­და ვი­ცო­დე, მარ­თ­ლა ხდე­ბა ასე­თი რა­მე­ე­ბი თუ ყვე­ლა­ფე­რი მეჩ­ვე­ნე­ბა.

ამ ამ­ბა­ვის კვან­ძის გახ­ს­ნა ჟურ­ნალ "გზის" მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მკითხ­ვე­ლებს მო­ვუთხ­რო თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბა­ვი. იქ­ნებ ასე ცო­ტა მა­ინც მო­მეშ­ვას გულ­ზე...

2016 წლის 2 ნო­ემ­ბე­რია, პა­რას­კე­ვი. ვზი­ვარ სახ­ლ­ში მარ­ტო, ღუ­მელ­თან და ჩარ­თუ­ლი მაქვს ტე­ლე­ვი­ზო­რი. რა­ღაც ვერ ვარ კარ­გად. მკერ­დის მარ­ცხე­ნა მხა­რეს რა­ღაც ამო­უც­ნო­ბი ძა­ლა მაწ­ვე­ბა. თით­ქოს რა­ღა­ცის მო­ლო­დინ­ში ვარ, წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა კი არას­დ­როს მღა­ლა­ტობს. ავ­დე­ქი, გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­რე ოთახ­ში და მა­გი­და­ზე, წი­ნადღეს ნა­ყიდ ჟურ­ნალს შე­ვავ­ლე თვა­ლი. დავ­ჯე­ქი და და­ვიწყე მი­სი ფურ­ც­ვ­ლა. და­სა­მა­ლი არაა და რო­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა, "კი­ოს­კ­ში" მი­სუ­ლი, სხვა გა­მო­ცე­მებს შო­რის, ყო­ველ­თ­ვის "გზას" ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. #47 მი­ჭი­რავს ხელ­ში. ჰო­და, რას არ წა­ი­კითხავ ამ ჟურ­ნალ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო­სა და გა­მო­სა­დეგს, სა­ხა­ლი­სო­სა და სევ­დი­ანს. გა­ეც­ნო­ბი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას. ერ­თი სიტყ­ვით, კარ­გი ჟურ­ნა­ლია. ყვე­ლას ვურ­ჩევ, შე­ი­ძი­ნოს და წა­ი­კითხოს. იცით, ჩვენ­თ­ვის, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის არის შექ­მ­ნი­ლი და მად­ლო­ბის მე­ტი რა მეთ­ქ­მის რე­დაქ­ცი­ის მი­მართ. ეს კო­ლექ­ტი­ვი ნამ­დ­ვი­ლად, შე­ქე­ბის ღირ­სია....განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს