"მამაშა არჩილა", "უცვეთელა სალომე" და სხვა სახალისო მეტსახელები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

"მამაშა არჩილა", "უცვეთელა სალომე" და სხვა სახალისო მეტსახელები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

სახალისო მეტსახელებით საქართველოს ბევრი კუთხე გამოირჩევა, მაგრამ კახეთი, გურია და იმერეთი ლიდერობას არავის უთმობს.

სცენარისტ აკა სინჯიკაშვილის მიერ მოძიებული კახური "კლიჩკები" ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქართველების ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, ამ მეტსახელებითაც დასტურდება. ახლა კი იმ ზედმეტსახელებს შემოგთავაზებთ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მეგობრების დახმარებით შევაგროვე:

არსაკიძე მიტო - მარჯვენა ხელი აქვს მოჭრილი

სამფეხა თამაზა - დიდი სასქესო ორგანო აქვს

წყნარა ვოვა - როცა დალევს წყნარი ოკეანესავით ღელავს

ოტელო ალექსა - რიჟაა

ბოინა მევლუდა - უბანში ღორებს და საქონელს მარტო მას აკვლევინებენ

წაიკითხეთ: "ჰარიპოტერა მანანა", "პუტინა გურამა" და სხვა ძალიან სახალისო კახური მეტსახელები აკა სინჯიკაშვილისგან

ცისკარა დათო - ოთხჯერ ჩარჩა მესამე კლასში და სადღაც მერვე კლასში საქორწილო იყო

მიშენია პავლე - ომიდან რომ დაბრუნდა 23 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი

საცერა კოტე - ყველა საჭმელზე ფაღარათი ემართება

მამაშა არჩილა - სამი გოგო ჰყავს და სამივე მეძავი

თუთაშხია ვანო - ნადირობისას შვილმა ტყვია გაარტყა

კარენინა თამარა - მატარებელი დაეჯახა პლატფორმაზე და გადარჩა

ბოინგა ზაურა - რომ თვრება აფრენს

შაშიაქა კაკო - დიდი თავი აქვს და პატარა ტანი

ბაში აჩუკა გელა - ორი და ყავს და ორივე თურქეთში გათხოვდა

ახტალა სევერიანი - წელიწადში ერთხელაც არ იბანს

რიო ავთო - ცოლს ხან პერანგისამარა გამოაგდებს სახლიდან, ხანაც სულ შიშველს და სოფელში თვლიან, რომ კარნავალებს აწყობს

ვენეცია გოგი - ყოველ გაზაფხულზე წყალი უვარდება სახლში

კარბურატორშიკი პავლე - გინეკოლოგია

უცვეთელა სალომე - სამი ქმარი ყავდა, სამივე იმპოტენტი

კასკადიორა ლევანი - მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

მანდარინა ელგუჯა - სამჯერ მოიხადა ბოტკინი

დონ ზაურა - ოთხი ბიჭი ყავს და ოთხივე ციხეშია

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?

2019 წელს ქორწინების და განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკში ქორწინდებიან საქართველოში