96 წლის მამაკაცმა ოჯახს გაუმხილა, რომ გეია

96 წლის მამაკაცმა ოჯახს გაუმხილა, რომ გეია

პოლონელი როლანდ ბლანკი და მისი ცოლი რუთი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჩავიდნენ. ბაბუა ბლანკმა, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, ცოლთან 67-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საკუთარ შთამომავლებს გაუმხილა, რომ გეია. მისივე თქმით, მან ხუთი წლის ასაკიდან უკვე იცოდა, რომ გეი იყო.

"მთელი ჩემი ცხოვრება გეი ვიყავი", - გამოუტყდა ბლანკი ოჯახს. ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ახალგაზრდობაში ამის თქმა ვერ გაბედა, რადგან მაშინ ეს დანაშაული იყო, ან თვითმკვლელობა უნდა აერჩია ან დამალვა.

"მე სიცოცხლე ავირჩიე" - ყვება ბლანკი. ჰოლოკოსტს გადარჩენილმა ბლანკმა ცოლს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 1953 წელს გაუმხილა, როდესაც მეორე შვილი გაუჩნდათ. ქალი მანამ ინახავდა ქმრის საიდუმლოს, სანამ როლანდი მზად იქნებოდა, შვილებისთვის სიმართლე ეთქვა. 96 წლის ბლანკი ორ შვილს, 5 შვილიშვილსა და შვილთაშვილს გასულ წელს გამოუტყდა რომ გეია.

მოხუცი აღნიშნავს, რომ კომპანიონის ყოლა სურს, თუმცა მისთვის გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს - მას უბრალოდ სულიერი პარტნიორი სჭირდება.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს