სად და რა ფასად დავისვენებთ საქართველოში გაზაფხულზე

 სად და რა ფასად დავისვენებთ საქართველოში გაზაფხულზე

გაზაფხულზე, დათბობასთან ერთად, ბევრ ჩვენგანს რამდენიმე დღით დასვენების სურვილი გაუჩნდება, თუმცა საქართველოს კურორტების უმეტესობა მკაცრი კლიმატით გამოირჩევა და ლოკაციის არჩევა სწორედ ამიტომ გვიჭირს-ხოლმე.

იმისთვის, რომ გაზაფხულზე დასასვენებლად კურორტი უკეთ შეარჩიოთ, Allnews.ge "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტის, ბექა ბუხრაშვილის რჩევებს გთავაზობთ.

"ზოგადად, წლის ნებისმიერ დროს ზღვის დონიდან რაც უფრო მაღალა ვისვენებთ, უკეთესია. მაგალითად, საირმის კურორტი ძალიან კარგია, რადგან ბუნებრივი პირობები იდეალურია, ნალექი ზომიერია, ასევე გვხვდება ტყის მასივი, ჯანსაღი ჰაერი და უნიკალური მინერალური წყლები,"-განმარტავს ის.

რაც შეეხება საირმეში არსებულ სასტუმროებსა და სახლებს, გასაქირავებელი ოთახების ღირებულება 10-15 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმროების - 45 ლარიდან.

ბექა ბუხრაშვილის თქმით, გაზაფხულზე დასასვენებლად აბასთუმანიც ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია. რაც შეეხება გასაქირავებელ ბინებს, მათი ღირებულება 20 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმროების ფასი 40-45 ლარიდან იწყება. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს