სელის თესლი და ზეთი - უნიკალური ანტიპარაზიტული სამკურნალო საშუალებები

სელის თესლი და ზეთი - უნიკალური ანტიპარაზიტული სამკურნალო საშუალებები

სელი უნიკალური მცენარეა, რადგან ვიტამინების, მიკროელემენტების, უჯრედისისა და რაც მთავარია, სრულფასოვანი მცენარეული ცილის წყაროა. სელის თესლი ანტიპარაზიტულ საშუალებებს შორის უპირველესია. მისი ნახარში ორგანიზმს წმენდს ყველა სახეობის ჭიისაგან (ჰელმინთებისაგან), გარდა ასკარიდებისა (ანუ მრგვალი ჭიებისა). თუ სელის თესლთან ერთად მიხაკსაც გამოიყენებთ, მაშინ ასკარიდებიც ვერ გადარჩებიან.

არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ სელს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ საკვებად, განსაკუთრებით - ხორცის დეფიციტის პერიოდებში.

სელის თესლი და მისგან გამოხდილი ზეთი ფართოდ მოიხმარება, რადგან უნიკალური სამკურნალო საშუალებებია. თესლი შეიცავს: 26% ცილას, 40% ცხიმს, 22% ნახშირწყლებს, 8% უჯრედისს, 4% ნაცარს. სელის თესლში შემავალი ცილა წარმოდგენილია ორგანიზმისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ყველა შეუცვლელი ამინმჟავით. სელის თესლი საკვებად შესაძლოა ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშე (უმად) გამოიყენოთ. თესლში შემავალი ცილა ბიოლოგიურად აქტიურია და ადვილად შეითვისება. პარკოსნებთან შედარებით სელის თესლი 2-ჯერ მეტ ცხიმს შეიცავს, აქედან ბიოლოგიურად აქტიურია 30%. ნახშირწყლების შემცველობით სელი სოიას 1,7-ჯერ აღემატება. 70კგ წონის ადამიანისათვის დღიური დოზა 24 გრამი სელის თესლია. თესლს ხშირად ფქვავენ და ამ სახით უმატებენ საკვებს. დაფქულ მასას საჭმლის მომნელებელ წვენთან შეხების (კონტაქტის) მეტი ზედაპირი აქვს, შესამისად, მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები მაქსიმალურად შეითვისება ორგანიზმის მიერ. საყურადღებოა, რომ დაფქული მასა ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ნახევარი წლის განმავლობაში ინახება ისე, რომ არ კარგავს კვებით ღირებულებას.

სელის თესლის ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 2 სადილის კოვზი სელის თესლი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, შემოდგით წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 50 მლ 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეკრულობის (ყაბზობის) დროს ერთ ჩაის კოვზ თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 4-5 საათს გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და თესლებიანად დალიეთ ძილის წინ, თბილი (ბავშვებისათვის რეკომენდებულია ნახევარი ჭიქა).

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს