"ისლამური სახელმწიფო": როგორ ზრდიან მომავალ ჯიჰადისტებს

"ისლამური სახელმწიფო": როგორ ზრდიან მომავალ ჯიჰადისტებს

ლოვანტი და საბაჰი სულ რაღაც 16 და 14 წლისები იყვნენ, როდესაც მათ დაეშის მებრძოლების მიერ მოკლულ ადამიანებს პირველად ესროლეს. ეს წვრთნის ნაწილი იყო, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" არასრულწლოვნების ბოევიკებად ჩამოყალიბების პროცესში იყენებდა.

ლოვანტი და საბაჰი იეზიდების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც დაეშის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ ბანაკში შემთხვევით აღმოჩნდნენ.

მიცვალებულთა სხეულებზე სროლაში ვარჯიში წვრთნის ერთი უმნიშვნელო ეტაპია - ყვებიან ლოვანტი და საბაჰი, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იეზიდების თავშესაფარში იმყოფებიან.

ახალგაზრდა იეზიდები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, სწორედ იმ ადგილას, რომლის ბლოკადაც ექსტრემისტებმა 2014 წელს მოაწყვეს და სინჯარის მთაზე საშინელ სიცხეში საკვებისა და წყლის გარეშე ათასობით იეზიდი სასიკვდილოდ გაწირეს.

ამის შემდეგ ისლამისტები ლოვანტისა და საბაჰის სოფელშიც შეიჭრნენ, ყველა ზრდასრული მამაკაცი წაიყვანეს და დახოცეს, ბავშვები კი საწვრთნელ ბანაკებში გაიყვანეს და მათი "ხალიფატის ნაშიერებად" აღზრდა დაიწყეს.

"გვასწავლიდნენ იარაღის დატენვასა და მის გამოყენებას, გვზრდიდნენ როგორც მებრძოლებს და გვაჩვევდნენ ომს - ყვება ლოვანტი. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს