"ჩემისთანა ნაძირალასთვის ხელი უნდა ეკრა, მან კი ფეხზე დამაყენა"

"ჩემისთანა ნაძირალასთვის ხელი უნდა ეკრა, მან კი ფეხზე დამაყენა"

რუბრიკაში, "თქვენთვის ქალბატონებო", სულის შემძვრელ ამბებს უმეტესად ქალები გვიამბობენ. ამჯერად ჩვენი სტუმარი მამაკაცი გახლავთ...

"ქალს საოცარი ძალა აქვს და ჩვენი დროის კაცებს ხშირად არ შეგვწევს უნარი ამის დანახვა-შეფასებისა" - გვწერს თამაზ კ., რომელიც უბედურმა შემთხვევამ კარგა ხნით ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა, - "მე ქალის თავდადებამ დამაყენა ფეხზე", - გვწერს ის.

თამაზი: - "რვა წლის წინ, თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგონა გავიცანი, 18-19 წლის იქნებოდა. ბევრი ვიცეკვეთ, სასმელიც უზომოდ დავლიეთ. აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები უცხოეთში მუშაობდნენ, გოგონა კი ბებიასთან ცხოვრობდა, რომელსაც ღამით ისე ეპარებოდა შინიდან, რომ მოხუცი ვერაფერს ხვდებოდა.

თათას ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე ვნახულობდი კლუბში. ვცეკვავდით, ვსვამდით... ზოგჯერ არც მახსოვდა, როგორ მიმყავდა სახლში, ან მე როგორ ვბრუნდებოდი შინ. ერთხელ იაფფასიან სასტუმროში გვერდიგვერდ გავიღვიძეთ. მას შემდეგ სასტუმროში უფრო მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე კლუბში. იმ გოგოს მიმართ გიჟური ვნება მქონდა... ერთ დღეს კი გამომიცხადა, - ორსულად ვარო. რას აპირებ? - ვკითხე გაოგნებულმა. რა უნდა დავაპირო? - მშვიდად დამიბრუნა პასუხი და უცებ მივხვდი, რომ ჩემ წინ სხვა თათა იდგა, გაზრდილი, რომელსაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში. ვიგრძენი, რომ ის არ იყო იმ გოგოების მსგავსი, რომელიც მეტყოდა, მომეცი აბორტის ფული და მივხედავ საქმესო. ასეთი რამ უკვე მქონდა მოსმენილი. თათამ მშვიდად მითხრა, - ბავშვს გავაჩენ, გავზრდი და ვასწავლიო. კარგა ხანს ვდუმდი, მერე ძალა მოვიკრიბე და მკაცრად ვუთხარი - არ ვაპირებ ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას, თუ ბავშვის გაჩენა გსურს, შენი ნებაა-მეთქი. სხვა პასუხს არც ველოდიო, მითხრა და ოთახიდან გავიდა...

გავიდა დრო და არც კი დავინტერესებულვარ, რა ქნა თათამ, მისმა მშობლებმა როგორ მიიღეს ეს ყველაფერი, გაჩნდა თუ არა ბავშვი, რომელიც ჩემი შვილიც იყო.

გადიოდა წლები. ძველებურად ვატარებდი დროს, კიდევ უამრავი სხვა თათა იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ისეთი არა. ამას ვგრძნობდი, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი.

ერთხელ, ღამის კლუბიდან გამოსული მორიგ სიყვარულთან ერთად მანქანაში ჩავჯექი... ქალმა გული გამიწვრილა, საჭესთან მე დავჯდებიო. ისიც მთვრალი იყო და მანქანა დიდი სისწრაფით დაძრა. არ ვიცი, რა მოეჩვენა, საჭეს ხელი გაუშვა, ერთი კი შესძახა, მივფრინავო და მერე აღარაფერი მახსოვს...

ის მოკვდა, მე გადავრჩი, მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო. ერთი წელი დამჭირდა, რომ დამოუკიდებლად თავის წამოწევა შემძლებოდა, მერე, როგორღაც წამოჯდომაც შევძელი. ოჯახმა გერმანიაში წამიყვანა. ოპერაციამდე ექიმებმა გამაფრთხილეს, - ფეხზე გავლის ძალიან მცირე შანსი გაქვსო. მართლაც ვერ ავდექი - ჩვარივით მეკიდა ფეხები. ყველა და ყველაფერი მძულდა. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს პატარა ძმისშვილთან ყოფნა იყო - სკოლიდან შინ დაბრუნებულს ვამეცადინებდი. ერთ დღესაც მთხოვა, - შენ მომაკითხე სკოლაშიო (უკვე დამოუკიდებლად დავდიოდი ეტლით). გარეთ გასვლა არ მინდოდა, მაგრამ ბავშვს ხათრი ვერ გავუტეხე და სკოლაში მივედი.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს