როდის დგება საკრალური და ყველაზე რთული წლები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასტროლოგიის მიხედვით

როდის დგება საკრალური და ყველაზე რთული წლები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასტროლოგიის მიხედვით

ასტროლოგიურად მიჩნეულია, რომ ადამიანის განვითარების შიდაკოსმიური ციკლი, თავის მხრივ რამდენიმე ეტაპად იყოფა. თითოეულ ეტაპს კონკრეტული პლანეტის გავლენა შეესაბამება.

ასე მაგალითად 1-7 წლამდე ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას მთვარე კურირებს (მთვარე ქალური ენერგეტიკაა - სიმბოლურად დედის სიგნიფიკატორი ადამიანის რუკაში). შესაბამისად, ჩვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული დედის გავლენაზე.

უკვე 7 წლიდან 14 წლამდე ჩვენ საკუთარი სხეულისა და ფიზიკური შეგრძნებების აღქმას, კვლევასა და გააზრებას ვიწყდებთ. ვიცით რა მოგვიტანს ზიანს, რა – არა (რამდენად ვითვალისწინებთ ეს სხვა საქმეა!). ამ პერიოდს მერკურის ციკლი შეესაბამება.

14-დან 22 წლამდე, ადამიანი სქესობრივ მომწიფებას იწყებს. შესაბამისად, იზრდება მისი ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ და ამ გავლენით გამოწვეული შეგრძნებები, ამ ციკლს ვენერას ციკლი ეწოდება.

22 წლიდან ადამიანი ზრდასრულობის ასაკში შედის და მისთვის წინა პლანზე საკუთარი "მეს" გააზრების საკითხი დგება, ამიტომ 22-დან 36 წლამდე პერიოდს მზის ციკლი მართავს.

უკვე 36 წლის შემდეგ ჩვენ, დაგროვილი გამოცდილებით თავის დამკვიდრება-შენარჩუნების საკითხით ვართ დაკავებული. წინა პლანზე იწევს ამბიციები. ამიტომ, 36-46 წელს ასტროლოგები მარსის ციკლს უწოდებენ.

46 წლიდან კი დგება დრო, ჩვენი ნაშრომით დავტკბეთ და რაც აქამდე გვიკეთებია ცხოვრებაში მისი შედეგი მოვიმკათ. ამიტომ, 46-63 წლამდე შუალედს იუპიტერის ციკლად მოიხსენიებენ. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს