გოგონა 4 წელი იტყუებოდა, რომ საქმრო ჰყავდა, სინამდვილეში კი მას ფოტოებში ფოტოშოპით სვამდა...

გოგონა 4 წელი იტყუებოდა, რომ საქმრო ჰყავდა, სინამდვილეში კი მას ფოტოებში ფოტოშოპით სვამდა...

გრემ მაკქუაიეთი და ჯილ შარპი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ და ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანია. თუმცა, ჯილის "ტვიტერზე" გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოების მიხედვით, დანიშნულებიც იყვნენ და მალე აპირებდნენ დაქორწინებას. გოგონა მისი და უცნობი მამაკაცის ურთიერთობის ამსახველ ფოტოებს ხშირად ავრცელებდა სოციალურ ქსელში, თუმცა როგორც ირკვევა, "წყვილი" ერთმანეთს არასოდეს შეხვედრია. ჯილმა შექმნა ფიქტიური ურთიერთობა გრემთან, მის ნამდვილ ფოტოებს ფოტოშოფში ამუშავებდა და ასე იტყუებოდა ოთხი წლის მანძილზე.

იმდენად იდეალურად გამოიყურებოდა წყვილის ურთიერთობა, ჯილის მეგობრებს ეჭვი გაუჩნდათ, რადგან ცხოვრებაში არასოდეს ჰყავდათ ნანახი გრემი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჯილს საქმრო უნდა გაეცნო მეგობრებისთვის, აღმოჩნდებოდა, რომ ბოლო წუთს სასწრაფო შეხვედრა "გამოხტა", ან ჯანმრთელობის პრობლემა წარმოიშვა. ამის გამო მეგობრებმა გადაწყვიტეს, თავად გაერკვიათ, რა ხდებოდა.

ჯილის მეგობრებმა დაიწყეს საქმის გამოძიება და აღმოაჩინეს, რომ გოგონა არასოდეს შეხვედრია გრემს. გრემს საცოლე ყავს - მერიენი, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ჯილი ფოტოშოპში ამუშავებდა და მასში საკუთარ თავს სვამდა, ან პირიქით. გრემი და მერიენი პოლიციას დაუკავშირდნენ, ჯილს "ტვიტერის" ექაუნთი გაუუქმეს და გააფრთხილეს, რომ წყვილის ცხოვრებაში აღარასოდეს ჩაერიოს.

მომზადებულია egokick.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს