ემა ტუხიაშვილი - იმიჯის ორი მხარე

 ემა ტუხიაშვილი - იმიჯის ორი მხარე

სიმართლის მხარეს ყოფნასთან ერთად მაყურებლის ნდობა ის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რასაც განსაკუთრებით უფრთხილდება.

ყოველი სატელევიზიო ეთერი მისთვის გზაა პიროვნული თავისუფლებისკენ, - ყოველი გადაცემის შემდეგ გრძნობს, მასში როგორ იბადება სხვა ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოცდილება პრესაში, კერძოდ ჟურნალ "გზასთან"თანამშრომლობით მიიღო და დღემდე გაზეთ "კვირის პალიტრის"თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტმა და პროფესიონალმა, ტელევიზიაში გამოავლინა ახალი შესაძლებლობები. ემა ტუხიაშვილი ამჯერად "პალიტრანიუსს" წარმოადგენს, სადაც პოლიტიკური ტოკშოუს "360 გრადუსის" წამყვანია.

- ემა, როგორ აღმოჩნდით ჟურნალისტიკაში?

- ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე სასწაულისგან ერთ-ერთი პროფესიულ არჩევანს უკავშირდება. ბავშვობის ოცნება ავიხდინე, როცა მე-11 კლასში, საყმაწვილო გადაცემის წამყვანად ჩემი სკოლიდან ამირჩიეს, ჟურნალისტიკაში ჩემი დებიუტი მაშინ შედგა. გასაოცარი გრძნობა დამეუფლა, მივხვდი, რომ საკუთარი თავი ვიპოვე. ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ გამომიჩენია. ჩემდა გასაკვირად, კამერის შიში არ მქონდა. ამის მიუხედავად, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ათი წელი პრესაში ვმუშაობდი. სრულიად შემთხვევით, გამოცხადებული ვაკანსიის საფუძველზე, ჟურნალ "გზასთან"დავიწყე თანამშრომლობა. ჟურნალში სრულიად სხვა თემებს განვიხილავდი, ვიძიებდი საინტერესო თემებსა და ადამიანებს, იმ ამბებს, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცოდა. აქვე მინდა შევეხო ამ ბოლო დღეებში აქტუალურ თემას პირველ ხელფასთან დაკავშირებით. კარგად მახსოვს ჩემი პირველი ჰონორარი, 30 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში გაცილებით მაღალი სტიპენდია მქონდა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, რადგან შრომით მოვიპოვე ეს თანხა.

პირველი ჰონორარით ოჯახის წევრებისთვის შევიძინე საჩუქრები. ფინანსურ შედეგებს ყოველ წელს ვაუმჯობესებდი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. სინამდვილეში, ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამეუმჯობესებინა.

- თქვენი პრაქტიკული გამოცდილების გზა ჟურნალ "გზას"დაუკავშირდა. რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

- არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი ინტერვიუ ჟერნალ "გზისთვის~, რომელიც რესპონდენტისთვის, იზა გიგოშვილისთვის, უკანასკნელი აღმოჩნდა. ქალბატონი იზა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგა. შეიძლება ტელესახე უხერხული შედარებაა, მაგრამ პროფესიული იღბალი მაქვს, საჭირო დროს ყოველთვის აღმოვჩნდებოდი მოვლენების ეპიცენტრში. დღემდე მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრთან ინტერვიუ. მოგეხსენებათ, დაცვის წევრის ინტერვიუზე დათანხმება და ჩაწერა წარმოუდგენელია. საერთო ნაცნობი გამოვნახე და ეს ინტერვიუ შედგა. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან ზარები შემოდიოდა რედაქციაში, რესპონდენტის გათქმას მთხოვდნენ, რადგან ინტერვიუში საჩოთირო დეტალები იყო მოყვანილი, რაც საზოგადოებამ არ იცოდა. მახსოვს, შიშით ღამე ვერ ვიძინებდი. ერთი შვილი მყავდა და მეშინოდა, მისთვის არაფერი დაეშავებინათ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მსგავსი რამ არავის უკვირდა. შემ დგომში შიში დავთრგუნე - ვერაფერი მაჩერებს და ვთვლი, რომ ჟურნალისტად იბადები.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს