15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მხიარული, საინტერესო დღე გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან. საღამოს ტკბილეულობა შეიძინეთ და შინაურებს საოჯახო დღესასწაული მოუწყვეთ.

კურო

უჩვეულო და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ოჯახის წევრებისთვის სასარგებლო საქმეები შეასრულეთ. საყვარელი ადამიანი მოსვენებას დაგიკარგავთ.

ტყუპი

იყავით მეტად აქტიური და მიზანმიმართული. დღეს ნებისმიერ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. საღამო მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი

სენტიმენტალურ განწყობაზე ხართ და გულითადი საუბრებისკენ მიგიწევთ გული. საღამოს მეგობრები აიყოლიეთ და ფეხით ისეირნეთ.

ლომი

შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ყველას მიმართ იყავით კეთილგანწყობილი. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ.

ქალწული

თქვენს პუნქტუალურობაზე ლეგენდები დადის. თუმცა, სხვების დაგვიანებას მშვიდად შეხვდით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი

დღეს გვიანობამდე მოგიწევთ მუშაობა, რის გამოც საყვარელი ადამიანისგან საყვედურს მოისმენთ. საღამო შინ გაატარეთ.

მორიელი

ახლობლები თქვენგან გაბედულ და თამამ ნაბიჯებს ელიან, იყავით მეტად აქტიური. საღამოს დასვენებასა და გამოძინებას შეძლებთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ აგრესიულად და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს