რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს მკითხა­ვის პრო­ფე­სი­ას და რა­ტომ ჩხუ­ბო­ბენ სუ­ლე­ბი?

რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს მკითხა­ვის პრო­ფე­სი­ას და რა­ტომ ჩხუ­ბო­ბენ სუ­ლე­ბი?

შე­საძ­ლოა, შე­მე­და­ვოთ, მკითხა­ო­ბა პრო­ფე­სია არ არი­სო, მაგ­რამ რო­ცა ადა­მი­ა­ნი ამით "ჭამს პურს", პრო­ფე­სიაა, აბა, რა არის?

ჩე­მი მას­პინ­ძე­ლი ავ­ლა­ბარ­ში მცხოვ­რე­ბი მა­რო დე­ი­და გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჩე­მი მე­გობ­რის საყ­ვა­რე­ლი ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლია. ვთხო­ვე, ინ­ტერ­ვიუ მო­ე­ცა და ამ პრო­ფე­სი­ის ავ-კარ­გ­ზე ელა­პა­რა­კა, მაგ­რამ თა­ვი შორს და­ი­ჭი­რა. შემ­დეგ შე­მომ­თა­ვა­ზა, დავ­ს­წ­რე­ბო­დი მკითხა­ო­ბის პრო­ცესს და და­მე­წე­რა, რა­საც ვნა­ხავ­დი.

მას იტა­ლი­ურ ეზო­ში 2 პა­ტა­რა ოთა­ხი აქვს. ერთს სა­მუ­შა­ოდ იყე­ნებს, მე­ო­რე­ში - ცხოვ­რობს. სა­მუ­შაო ოთა­ხის კედ­ლე­ბი ხა­ტე­ბი­თაა სავ­სე. თა­რო­ებ­ზე კი უამ­რა­ვი წიგ­ნი მო­ჩანს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლია ანუ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რაა. არა­ვი­თა­რი მის­ტი­კუ­რი ნივ­თე­ბი, არა­ვი­თა­რი მა­გი­უ­რი სფე­რო და სხვა მსგავ­სი ოთახ­ში არ არის.

მა­გი­და­ზე ბოთ­ლით ნა­კურ­თხი წყა­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­რომ ასე ამიხ­ს­ნა) და უამ­რა­ვი სა­ეკ­ლე­სიო სან­თე­ლი. იქ­ვე დგას თი­ხის ჯა­მი და აწყ­ვია ბან­ქო. კლი­ენტს ჯერ სა­ხელ­სა და გვარს და და­ბა­დე­ბის წელს ეკითხე­ბა. შემ­დეგ გა­დაშ­ლის პა­ტა­რა წიგნს, სა­ი­და­ნაც ლოც­ვას წა­ი­კითხავს, ამის შემ­დეგ თი­ხის ჯამ­ში ჩა­ას­ხამს წყალს ნა­ხევ­რამ­დე, სან­თელს კლი­ენ­ტის­თ­ვის სამ­ჯერ შე­მო­ა­ტა­რებს თავ­ზე, სიტყ­ვე­ბით: - (კლი­ენ­ტის სა­ხე­ლი) ან­გე­ლო­ზე­ბო, ყვე­ლა­ფე­რი მითხა­რით... იყა­ვით მოწყა­ლე­ნი... იყა­ვით მოწყა­ლე­ნი... იყა­ვით მოწყა­ლე­ნი...

შემ­დეგ სან­თელს აან­თებს და დამ­დ­ნარ ცვილს წყალ­ში ჩა­აწ­ვე­თებს. მი­ღე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბის მი­ხედ­ვით კითხუ­ლობს კლი­ენ­ტის წარ­სულს, აწ­მ­ყო­სა და მო­მა­ვალს. სულ ესაა.

მას­პინ­ძელს წი­ნას­წარ ვთხო­ვე, მო­ე­ცა სე­ან­ს­ზე დას­წ­რე­ბის უფ­ლე­ბა. მა­რომ ბრძა­ნე­ბა გას­ცა და პირ­ვე­ლი კლი­ენ­ტი შე­მო­ვი­და.

ჭკვი­ა­ნი და უიღ­ბ­ლო ვა­ჟის დე­და

50 წელს გა­და­შო­რე­ბუ­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხით დაჯ­და მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სკამ­ზე და მკითხავს მორ­ჩი­ლად მი­ა­ჩერ­და. მა­რომ თა­ვის თა­ნა­შემ­წედ წარ­მად­გი­ნა.

ჩა­ვახ­ვე­ლე. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ რი­ტუ­ა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას არ გამ­ცი­ნე­ბო­და. ყუ­რადღე­ბა მო­ვიკ­რი­ბე, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ვი­ღე და მოვ­ლე­ნე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბას შე­ვუ­დე­ქი... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს