ჩრდილოეთ კორეაში სასჯელი სამ თაობაზე გადადის - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე

ჩრდილოეთ კორეაში სასჯელი სამ თაობაზე გადადის - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე

ამ ქვეყანას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ საუბარი სამხრეთ კორეაზე სულაც არ არის. ჩრდილოეთ კორეა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა "უნიკალური" დადებით მნიშვნელობას სულაც არ ატარებს.

მარტივად რომ ვთქვათ, "კიმების სახელმწიფო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და იზოლირებული ქვეყანაა.

იზოლირების გამო, აღნიშნულ ქვეყანაზე ინფორმაცია რთულად მოსაპოვებელია, თუმცა ფაქტია, რომ მას მეზობელი სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ:

1. ჩრდილოეთ კორეაში მანქანები წვის შედეგად მიღებულ ენერგიაზე მუშაობენ

ჩრდილოეთ კორეა ნათელი მაგალითია იმისა, როგორი იქნება მომავალი ნავთობის გარეშე, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით.

ეს ჩაკეტილი სახელმწიფო, რომლის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტების გარეშე ფუნქციონირებს, რასაც ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიჰყავს.

2. ქვეყანაში გამეფებული სიღარიბე კოსმოსიდანაც კი ჩანს

ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არა თუ კონტროლდება, არამედ იგეგმება კიდეც. 2015 წელს გატარებული რიგი რეფორმების მიუხედავად, ეკონომიკურმა პროცესებმა ხელისუფლების გავლენას თავი მაინც ვერ დააღწია.

ჩრდილოეთ კორეაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1,800 დოლარს აღწევს, რაც მას ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოებს შორის 197-ე ადგილზე აყენებს. სამხრეთ კორეის მშპ მას 18-ჯერ აღემატება, აშშ-ის კი - 28-ჯერ. აქედან გამომდინარე, 24 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

3. მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ არსებობს

იმის თქმას მოვერიდები, რომ ჩრდილოეთ კორეაში მარიხუანა ლეგალიზებულია, თუმცა მისი ამკრძალავი კანონმდებლობა რომ არ არსებობს, ეგეც ფაქტია. ანონიმური წყაროების ცნობით, კიმ ჩენი ინის რეჟიმი მარიხუანას ნარკოტიკად არ აღიქვამს, ამიტომ მისი აკრძალვის მართლზომიერებასაც ვერ ხედავს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს